თადუმაძე: კერძო საკუთრების ჩამორთმევაზე კანონპროექტი საინვესტიციო პროექტებზე არ განხორციელდება

თადუმაძე: კერძო საკუთრების ჩამორთმევაზე კანონპროექტი საინვესტიციო პროექტებზე არ განხორციელდება

შესაძლოა, კერძო საკუთრების მორიგებით და იძულებით ჩამორთმევის წესი შემოვიდეს. აღნიშნულს „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს, რომლის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა. 

როგორც საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული კანონპროექტი საინვესტიციო პროექტებზე არ განხორციელდება. 

"ამ კანონში გაწერილია ის პროექტები, რომელსაც შეიძლება მიენიჭოს საზოგადოებრივი საჭიროების სტატუსი. საინვესტიციო პროექტი სწორედ იმით განსხვავდება აღნიშნული კანონის რეგულაციისგან, რომ საინვესტიციო პროექტი არის ინვესტორის მიერ განსახორციელებელი პროექტი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით მოგებაზეა ორიენტირებული და არა საზოგადოებრივ საჭიროებაზე. 

თუ ინვესტორის მიერ განსახორციელებელი პროექტი არის მოგებაზე ორიენტირებული და ამასთან წარმოადგენს აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას, ამაზე მსჯელობს კომისია. დღეს არ მახსენდება არც ერთი პროექტი, როდესაც საინვესტიციო პროექტს მიენიჭა აღნიშნული სტატუსი და ინვესტორმა განახორციელა ექსპროპრიაცია, თუ არა სახელმწიფოს მონაწილეობა იმ კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, რომელიც წერია აღნიშნულ კანონში. დიდი ნაწილი საზოგადოებრივი საჭირო აუცილებელი პროექტების განხორციელების დაკავშირებულია ისეთ კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე, რომლის სამართავი წილის მფლობელი არის სახელმწიფო", - აღნიშნა შალვა თადუმაძემ. 

ცნობისთვის, კანონპროექტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია დასაშვებია მხოლოდ შემდეგი სამუშაოებისა და პროექტების განხორციელების მიზნით:  საავტომობილო გზების, ხიდების, გვირაბებისა და მათი დამხმარე ნაგებობების მშენებლობისთვის;  სარკინიგზო გზების, ხიდების და მათი დამხმარე ნაგებობების მშენებლობისთვის; საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აეროპორტების, აეროდრომების და მათი დამხმარე ნაგებობების მშენებლობისთვის;  ელექტროსადგურების, ელექტორენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ხაზების მშენებლობისთვის;  ნედლი ნავთობის, ბუნებრივი გაზისა და ნავთობპროდუქტების მილსადენების გაყვანისათვის;  წყალმომარაგების მაგისტრალური ან/და გამანაწილებელი ქსელების, წყალარინების და ატმოსფერული ნალექების კოლექტორული ხაზების გაყვანისთვის, ასევე, წყალმომარაგების ან/და წყალარინებისათვის აუცილებელი ნაგებობის მშენებლობისათვის;  ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო საშუალებებისა და ნაგებობების მშენებლობისთვის;  ეროვნული თავდაცვისათვის საჭირო სამუშაოებისთვის;  საზოგადოებრივი საჭიროებისთვის აუცილებელი ნაგებობისა და ობიექტის მშენებლობისთვის ან მოწყობისთვის;  სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისთვის;  სტაციონარული საბაგირო მოწყობილობების დამონტაჟებისთვის. 

ამავე თემაზე: შესაძლოა, კერძო საკუთრების მორიგებით და იძულებით ჩამორთმევის წესი შემოვიდეს

თელავში ბავშვთა შორის კახეთის რეგიონის ჩემპიონატი "m2-ის თასი" ჩატარდა

თელავში ბავშვთა შორის კახეთის რეგიონის ჩემპიონატი "m2-ის თასი" ჩატარდა

4 საათის წინ

2018 წლის 21 ივნისს, თელავში "m2 უძრავი ქონებისა" და საფეხბურთო კლუბ "თელავის" ორგანიზებით, გაიმართა საბავშვო ტურნირი ფეხბურთში კახეთის რეგიონის გუნდებს შორის. "m2-ის თასზე" მონაწილეობა  11-12 წლის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული 8 გუნდმა მიიღო -...