#ესარარისჩემიარჩევანი - World Vision-მა ბავშვთა ექსპლოატაციის წინააღმდეგ მიმართული კამპანია დაიწყო

#ესარარისჩემიარჩევანი - World Vision-მა ბავშვთა ექსპლოატაციის წინააღმდეგ მიმართული კამპანია დაიწყო

World Vision  საქართველომ  ბავშვთა ექსპლოატაციის წინააღმდეგ მიმართული კამპანია "ეს არ არის ჩემი არჩევანი" დაიწყო. კამპანიის გახსნის ცერემონია დღეს გაიმართა თბილისი მარიოტში,  გახსნის ღონისძიებაზე დონორ ორგანიზაციებსა და მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად წარმოდგენილი იყო  ქუჩაში მცხოვრები ბავშვების პრობლემები და  კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ძირითადი მიმართულებები.  

"კამპანიის მიზანია დავასრულოთ ქუჩებში  ბავშვთა ექსპლუატაცია, ავამაღლოთ საზოგადოების ცნობიერება და ავამოქმედოთ პოლიტიკა, რომელიც ბაშვების ექსპლუატაციის  წინააღმდეგ იქნება მიმართული" - განაცხადა World Vision  საქართველოს პროგრამების დირექტორმა ეკა ჟვანიამ.

„ძალიან  საინტერესო იყო დღევანდელი შეხვედრა,   შეფასებები საერთაშორისო ექსპერტების, ადგილობრივი,   ამ მიმართულებით ჩართული, დაინტერესებული პირების.   სოციალური თემატიკა მნიშვნელოვანია იმ ქვეყნისათვის,  რომლის  მოსახლეობის 10-12 პროცენტი სოციალურად დაუცველია   და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა ეს ეხება სოციალურად დაუცველ ბვშვებს. „ განაცხადა  საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ - დიმიტრი ხუნდაძემ.

2013 წელს  დონორთა დახმარებით საქართველოს მთავრობამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა  გააერთიანეს თავიანთი  ძალისხმევა  ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისათვის მომსახურებების შესაქმნელად და მათი იდენტიფიცირებისა და საჭირო სერვისებში რეფერირების მექანიზმის შესამუშავებლად. დღემდე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში იდენტიფიცირებულია  დაახლოებით 800  ბავშვი, რომლებიც  ყოველდღიურად ქუჩაში ცხოვრობენ. ფიზიკური დასჯა, ცუდი მოპყრობა,  განვითარების   საშუალების არქონა მათი ოჯახის წევრების,  ახლო ნათესავებისა და სხვა უფროსი ადამიანების მხრიდან ეკონომიკური ექსპლოატაციის შედეგებია.   ,ეს ბავშვები ყველაზე მოწყვლადნი არიან, მათზე მუშაობა ყველაზე რთულია, ამიტომ დიდი ძალისხმევა გვჭირდება მათი მომსახურებებში ჩართვისათვის" - აღნიშნა  ნინო ოდიშარიამ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსმა.

World Vision საქართველო  მრავალი წელია   მუშაობს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების თემაზე.   დღესდღეობით ჩვენი ორგანიზაცია  სამ დღისა და კრიზისული ინტერვენციის ცენტრს ხელმძღვანელობს  ბავშვთა ჩართულობის, საგანმანათლებლო და ფსიქო-სოციალური სარეაბილიტაციო სერვისების უზრუნველსაყოფად. სერვისების მიზანია ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებზე ზრუნვა და მათი განვითარების საჭიროებების დაკმაყოფილება.

გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების სისტემას იტალიური კომპანია "ტექნო ალპინი" დაამონტაჟებს

გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების სისტემას იტალიური კომპანია "ტექნო ალპინი" დაამონტაჟებს

1 საათის წინ

კურორტ გუდაურში იტალიური კომპანია ტექნო ალპინი ხელოვნური გათოვლიანების უახლეს სოსტემას დაამონტაჟებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. ხელშეკრულებას ხელი კომპანიასა და მთის კურორტების...