აპრილში FAO-ს სურსათის ფასის ინდექსი კვლავ შემცირდა

აპრილში FAO-ს სურსათის ფასის ინდექსი კვლავ შემცირდა

აპრილში  სურსათზე გლობალური ფასები შემცირდა, შაქარსა და მცენარეულ ზეთზე ფასების შემცირების ფონზე.

FAO-ს სასურსათე ფასების ინდექსმა აპრილში  168 პუნქტი შეადგინა, მარტის იმავე მაჩვენებელზე 1.8%-ით ნაკლები. თუმცა, ინდექსი კვლავ 10%-ით აღემატება გასული წლის აპრილის მაჩვენებელს. FAO-ის სასურსათო ფასების ინდექსი არის შეწონილი სავაჭრო ინდექსი, რომელიც ასახავს ხუთი ძირითადი სასურსათე ჯგუფის საერთაშორისო საბაზრო ფასებს.

შემცირების მთავარი მიზეზია შაქრის ფასის ინდექსის ვარდა - ბრაზილიიდან ჭარბი მიწოდების და იმპორტზე სუსტი გლობალური მოთხოვნის შედეგად, აპრილში ინდექსი 9.1%-ით შემცირდა. FAO-ს მცენარეული ზეთის ინდექსი  3.9%-ით შემცირდა, რაც გამოიწვია პალმის ზეთზე მოთხოვნის შემცირებამ და სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში სოიოს კარგი მოსავლისა და ნათესების ზრდის მოლოდინმა. 

აპრილში 1.2%-ით შემცირდა FAO-ს მარცველულის ფასების ინდექსი, რაც გამოიწვია ხორბალზე ფასების შემცირებამ, ბრინჯის საერთაშორისო ფასების ზრდის ფონზეც კი. 

რძის პროდუქტების ფასების ინდექსი  3.3%-ით დაეცა, რადგან ჩრდილოეთ ნახევარსფერო პიკურ სეზონში შევიდა და  მიწოდების მოკლევადიანი პრობლემა გადაიჭრა. 

FAO-ს ხორცის ფასების ინდექსი კი  1.7%-ით გაიზარდა. ეს გამოწვეულია ევროკავშირში ღორის ხორცზე მოთხოვნის და ჩინეთში გაყიდვების გაზრდის შედეგად ღორის ხორცზე ფასების ზრდით. 

FAO-მ ასევე განაახლა მარცვლეულის გლობალური წარმოების პროგნოზი 2017 წლისთვის. განახლებული პროგნოზის მიხედვით, 2016 წელთან შედარებით გლობალური წარმოება 0.6%-ით შემცირდება წლიურად, მიუხედავად იმისა, რომ უტილიზაციის დონე დაახლოებით 1%-ით იზრდება.

გიორგი ვაშაძე: ანტიკორუფციული სასამართლოს პროექტი არის უპრეცენდენტო მსოფლიოში

გიორგი ვაშაძე: ანტიკორუფციული სასამართლოს პროექტი არის უპრეცენდენტო მსოფლიოში

9 საათის წინ

"ანტიკორუფციული სასამართლოს პროექტი, რომელიც "ინოვაციებისა და განვითარების ფონდის" მიერ შეიქმნა, არის უპრეცენდენტო მსოფლიოში. მე იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე, ჩემს მშობლიურ საქართველოშიც შევძლებთ მის მიღებას“ - ამ სიტყვებით მიმართა...