ნავთობის ფასი ბარელზე 47 დოლარამდე დაეცა

ნავთობის ფასი ბარელზე 47 დოლარამდე დაეცა

დღეს დილიდან ნავთობის ფასი ერთ ბარელზე 47 აშშ დოლარამდე დაეცა. ICE-ს ბირჟის თანახმად, ხუთშაბათ ღამით ბრენტის მარკის ნავთობის კონტრაქტებზე ფასები საგრძნობლად გაუფასურდა.

6:30 საათზე ბრენტის მარკის ნავთობის ფასმა 46,9 აშშ დოლარი შეადგინა.

ბოლოს ნავთობი 47 აშშ დოლარის ნიშნულს ქვემოთ გასული წლის ნოემბერში ჩამოვიდა. 2016 წლის აგვისტოში კი ნავთობი 45,9 აშშ დოლარამდე გაიაფდა.

ნავთობს ფასის დაცემა აპრილიდან დაიწყო. 11 აპრილს ნავთობის ფასი ბარელზე 56,6 აშშ დოლარს შეადგენდა. ამ მომენტიდან კი ნავთობის ფასმა მთლიანობაში 17%-ით დაიწია.

მაისის ბოლოს OPEC-ის (ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია) ქვეყნების შეხვედრა უნდა შედგეს. გასული წლის ნოემბერში ოპეკ-ის ქვეყნები ნავთობის მოპოვების შემცირებაზე შეთანხმდნენ, რათა ბაზარზე ფასი შენარჩუნებულიყო. ამ შეთანხმებას რუსეთიც შეუერთდა. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ კი ბოლო თვეებს განმავლობაში ნავთობზე ფასების ზრდა გამოიწვია.

თუმცა ბევრი ინვესტორი ახლა შიშობს, რომ ოპეკ-ის ქვეყნები არ შეძლებენ ნაკისრი ვალდებულებების განხორციელებას, ხოლო მაისის შეხვედრაზე ვერ შეძლებენ ნავთობის სამომავლო მოპოვების შესახებ კენჭისყრას. ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ ამ ფონზე ნავთობის მოპოვების ნებისმიერი სახის შემცირება უაზრო იქნება. ამას ფასებზე უკვე დიდი გავლენა აღარ აქვს და მხოლოდ იმას იწვევს, რომ კარტელის ქვეყნები ბაზარზე თავიანთ წილს კარგავენ.

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სახლი აუქციონზე 446 მილიონ აშშ დოლარად შეფასდა

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სახლი აუქციონზე 446 მილიონ აშშ დოლარად შეფასდა

21 სექტემბერი, 2018

ჰონგ-კონგის აუქციონზე გამოიტანეს არც ისე დიდი სახლი, რომელსაც ოთხი საძინებელი ოთახი აქვს. მისი ღირებულება კი რეკორდული - 446 მილიონი აშშ დოლარია. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. შედარებისთვის, ვილა Les Cedres, რომელიც 188 წლის წინ ააშენეს და რომელიც საფრანგეთის...