5 მაისს კამპანიის "ეს არ არის ჩემი არჩევანი" გახსნის ღონისძიება გაიმართება

5 მაისს კამპანიის "ეს არ არის ჩემი არჩევანი" გახსნის ღონისძიება გაიმართება

World Vision  საქართველო იწყებს ქუჩაში ბავშვთა ექსპლოატაციის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას "ეს არ არის ჩემი არჩევანი". აღნიშნული ინიციატივით საქართველოს ოფისი უერთდება World Vision- ის გლობალურ  კამპანიას "მსოფლიო ბავშვებზე ძალადობის წინააღმდეგ", რომელშიც  100-მდე ქვეყანაა  გაერთიანებული.

კამპანიის გახსნის ღონისძიება გაიმართება  თბილისი მარიოტში, 2017 წლის 5 მაისს, 09:30 საათზე.

ღონისძიებას გახსნიან  საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - დიმიტრი ხუნდაძე  და ადამიანის უფლებათა  სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე - სოფო კილაძე.    გახსნის ღონისძიებაზე დონორ ორგანიზაციებსა და მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად წარმოგიდგენთ ქუჩაში მცხოვრები ბავშვების პრობლემებს და იმ ძირითად მიმართულებებს, რაზეც კამპანიის ფარგლებში ვიმუშავებთ, ასევე გაგაცნობთ World Vision  საქართველოს ხელმძღვანელობით ჩატარებული კვლევის შედეგებს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებებზე.    

2013 წელს  დონორთა დახმარებით საქართველოს მთავრობამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა  გააერთიანეს თავიანთი  ძალისხმევა  ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისათვის მომსახურებების შესაქმნელად და მათი იდენტიფიცირებისა და საჭირო სერვისებში რეფერირების მექანიზმის შესამუშავებლად. დღემდე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში იდენტიფიცირებულია  დაახლოებით 800  ბავშვი, რომლებიც  ყოველდღიურად ქუჩაში ცხოვრობენ. ფიზიკური დასჯა, ცუდი მოპყრობა,  განვითარების   საშუალების არქონა მათი ოჯახის წევრების,  ახლო ნათესავებისა და სხვა უფროსი ადამიანების მხრიდან ეკონომიკური ექსპლოატაციის შედეგებია. "ეს არ არის ჩემი არჩევანი" კამპანიის  მიზანია  დავასრულოთ ქუჩებში ბავშვების ექსპლოატაცია საზოგადოების ცნობიერების ამაღლებით  და  ხელისუფლების ჩართულობით, რაც ექსპლოატაციის ამკრძალავი და მის პრევენციაზე მიმართული პოლიტიკის ამოქმედებაში უნდა გამოიხატოს. 

 World Vision საქართველო  მრავალი წელია   მუშაობს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების თემაზე.   დღესდღეობით ჩვენი ორგანიზაცია  სამ დღისა და კრიზისული ინტერვენციის ცენტრს ხელმძღვანელობს  ბავშვთა ჩართულობის, საგანმანათლებლო და ფსიქო-სოციალური სარეაბილიტაციო სერვისების უზრუნველსაყოფად. სერვისების მიზანია ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებზე ზრუნვა და მათი განვითარების საჭიროებების დაკმაყოფილება.

დიმიტრი ქუმსიშვილი: მინდა, საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო დღევანდელი დღე

დიმიტრი ქუმსიშვილი: მინდა, საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო დღევანდელი დღე

14 საათის წინ

დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ულოცავს. "მინდა საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო დღევანდელი დღე - 100 წლის წინ 1918 წლის 26 მაისს საქართველო გამოცხადდა დამოუკიდებელ, დემოკრატიულ რესპუბლიკად და, ეს რა...