მარდი ჰოლდინგმა ილუზიონისტ სერგი დოლიძეს ბათუმში ბინა აჩუქა

მარდი ჰოლდინგმა ილუზიონისტ სერგი დოლიძეს ბათუმში ბინა აჩუქა

20 წლის ილუზიონისტს სერგი დოლიძეს სამშენებლო კომპანია "მარდი ჰოლდინგმა" საჩუქრად ბინა გადასცა. ახალგაზრდა ილუზიონისტს სიურპრიზი კომპანიამ გადაცემაში "ნანუკა შოუ" მოაწყო. ბინა ოროთახიანია და ბათუმში სავაჭრო-საცხოვრებელ კომპლექსში  Mardi Mall-ში მდებარეობს.
 
"სერგი დოლიძემ "ნიჭიერში" გამოჩენისთავე დიდი სიყვარული დაიმსახურა მოსახლეობის მხრიდან, მოლოდინი იყო მისი გამარჯვების, მაგრამ რადგან მხოლოდ ფინალში გავიდა, გადავწყვიტეთ მინი ნიჭი და შრომისმოყვარეობა დაგვეფასებინა", - ამბობს ნათია სირაბიძე, მარდი ჰოლდინგის აღმასრულებელი დირექტორი.
 
ახალგაზრდა ბანქოთი მანიპულატორი მაისის ბოლოს ჰოლანდიაში მიემგზავრება საქართველოს სახელით საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობისთვის. სერგი ამბობს, რომ  ისეთი ნომერი მოამზადა, რომ აუცილებლად გამარჯვებული დაბრუნდება.
ჯიპიაის "მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი" და სპეციალური შეთავაზება ღვინის მარნებს

ჯიპიაის "მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი" და სპეციალური შეთავაზება ღვინის მარნებს

21 ივნისი, 2018

"ჯიპიაი ჰოლდინგმა" მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კიდევ ერთი სოციალური პროექტი დაიწყო - "მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი", რომელიც გასული წლის "მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშწყობის პროგრამის"...