ჰერმანი: იმედია, ახალი საკრედიტო ხაზი ქართველი მეწარმეების ხელში ქმედითი ბერკეტი გახდება

ჰერმანი: იმედია, ახალი საკრედიტო ხაზი ქართველი მეწარმეების ხელში ქმედითი ბერკეტი გახდება

"ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ინსტრუმენტი გახდება ქმედითი ბერკეტი ქართველი მეწარმეების ხელში იმისათვის, რომ კონკურენტუნარიანი პოზიცია გაიმყარონ ქვეყანაში", - აღნიშნულის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, იანოშ ჰერმანმა, თიბისი ბანკში, ბანკისთვის 100 მილიონი დოლარის ფინანსური რესურსის გამოყოფის შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება უაღრესად მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილების შესაქმნელად და ეკონომიკური ზრდისთვის. შესაბამისად მოხარულნი ვართ, რომ ვაღრმავებთ „თიბისი ბანკთან“ თანამშრომლობას, რათა უფრო მეტმა მცირე და საშუალო საწარმომ საქართველოში ისარგებლოს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობით. ადგილობრივ ვალუტაში ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ამ მხრივ გადადგმული ძალიან საჭირო ნაბიჯია და დაფინანსების ამ ინსტრუმენტში ევროკავშირის მიერ გრანტის სახით შეტანილი წვლილი ინვესტიციებს უფრო ხელმისაწვდომს გახდის,  რაც საწარმოო პროცესებს ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანს", - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

დღეს თიბისი ბანკმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (ევრობანკი, EBRD) ხელი მოაწერა ეროვნულ ვალუტაში დენომინირებულ სამ სასესხო ხელშეკრულებას, რომელთა ჯამური მოცულობა 100 მილიონი აშშ დოლარია.

თიბის ბანკისთვის გამოყოფილი სამი საკრედიტო ხაზიდან 60 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი გამიზნულია საქართველოში ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების ხელშესაწყობად; 20 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი სპეციალურად ქალების მიერ მართული ბიზნესის მომსახურებისთვის; ხოლო 20 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი განკუთვნილია მცირე და საშუალო საწარმოების დასაფინანსებლად.

ამ დაფინანსების მეშვეობით თიბისი ბანკი გასცემს გრძელვადიან სესხებს ადგილობრივ ვალუტაში. აღნიშნული ლარის რესურსი გამოყენებული იქნება საქართველოში მსხვილი, მცირე და საშუალო ზომის კომპანიების საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად.

ევროკავშირის მხარდაჭერა კი 19 მილიონ ევროს (დაახლოებით 50 მილიონი ლარი) შეადგენს, რომელიც მიზნად ისახავს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ მცირე და საშუალო საწარმოებისთვის გახსნილი საკრედიტო ხაზის წახალისებას, რათა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებული ინვესტიციების განხორციელება უფრო გაიოლდეს საინვესტიციო გრანტებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით.

აღნიშნული აგრეთვე გააუმჯობესებს მცირე და საშუალო საწარმოების მიერ ადგილობრივი ბანკებიდან დაფინანსების პირობებს, ხოლო ადგილობრივ ბანკებს შემატებს სურვილსა და შესაძლებლობას ითავონ მცირე და საშუალო საწარმოებისთვის გაცემულ სესხებთან დაკავშირებული რისკები.

თიბისი-მ თედო რეხვიაშვილის ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში სწავლის საფასურის ნაწილი დააფინანსა

თიბისი-მ თედო რეხვიაშვილის ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში სწავლის საფასურის ნაწილი დააფინანსა

15 აგვისტო, 2018

თიბისი სტატუსმა ახალგაზრდა მხატვრის - თედო რეხვიაშვილის ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში სწავლის საფასურის ნაწილი დააფინანსა. ბოლო დროს ხელოვანის მხარდასაჭერად სხვადასხვა ღონისძიება დაიგეგმა, მათ შორის გალერეაში „ვანდა“...