თეონა ჭალიძე ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს

თეონა ჭალიძე ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს

"ახალი საქართველოს" სათათბიროს წევრი, 2016-17 წლების სტატისიკას ასაჯაროვებს.თეონა ჭალიძის განცხადებით, ოჯახის წევრის გარდაცვალების მიზეზით ,  2016 წელს 8796 სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირს, ხოლო 2017 წლის იანვარი-აპრილის თვის მდგომარეობით, 2279 ადამიანს შეუჩერდა საარსებო შემწეობა 3 ან 4 თვით.

"2016-17 წლების მონაცემებით, 11 000-ზე მეტ ადამიანს, საარსებო შემწეობა, ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო შეუჩერდა. საუბარია ბენეფიციარებზე, რომლებიც სოციალური სტატუსით სარგებლობენ.აღნიშნული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, რამდენჯერმე მივმართეთ ჯანდაცვის მინისტრს,(მათ შორის წერილობით, პეტიციაზე ასობით ხელმომწერით) და მოვითხოვეთ ჯანდაცვის სისტემაში არსებული ხარვეზის გამოსწორება. სამწუხაროდ მათი მხრიდან, ამ დრომდე რეაგირება არ ყოფილა. წერილობით მივმართეთ ასევე საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტსაც. ,მიმართვის შემდეგ, კომიტეტმა თავის მხრივს, წერილობით მიმართა ჯანდაცვის მინისტრს, სადაც აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანია ზემოთხსენებულ საკითხთან დაკავშირებული პროცედურების კიდევ უფრო გაუმჯობესება, ისეთი რისკების თავიდან აცილების მიზნით, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სოციალურად დაუცველი ოჯახების უფლებების გაუმართლებელი შეზღუდვა.“- განაცხადა თეონა ჭალიძემ.

პარტიაში განმარტავენ, რომ არსებული კანონმდებლობით ოჯახში ბავშვის დაბადებაც, ხდება საარსებო შემწეობის შეჩერების ერთ-ერთი მიზეზი. თეონა ჭალიძის თქმით,  პრობლემა წლებია არსებობს და საფუძვლად უდევს ,,მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს #225/ნ ბრძანების მე-15 მუხლი.

ქეთევან ალექსიძე: საქართველოს საავიაციო ბაზარი ძალიან სწრაფად ვითარდება

ქეთევან ალექსიძე: საქართველოს საავიაციო ბაზარი ძალიან სწრაფად ვითარდება

2 საათის წინ

საქართველოსა და ომანის სასულთნოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო. თბილისი-მასკატი-თბილისის მიმართულებით კვირაში სამჯერ რეისებს ომანის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Salam Air ასრულებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს...