მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის საკონსულტაციო საბჭოს ხდომა გაიმართა

მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის საკონსულტაციო საბჭოს ხდომა გაიმართა

28 აპრილს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში შექმნილი საკონსულტაციო საბჭოს ხდომა გაიმართა. ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ნინო ჯავახაძე და გიორგი ჩერქეზიშვილი დაესწრნენ, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების სამინისტრო ავრცელებს.

სხდომაზე განხილულ იქნა პრეზენტაცია თემაზე "სსპ "აწარმოე საქართველში": ახალი ხედვები და პერსპექტივები" და დისკუსია "კერძო სექტორის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორები“. შეხვედრაზე მხარეებმა ერთმაანეთს საკუთარი იდეები და გეგმები გაუზიარეს, ასევე გაეცნენ კერძო სექტორის წარმომადგენელთა ხედვას და პოზიციებს.

"მოგეხსენებათ მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში, შექმნილი გვაქვს საკონსულტაციო საბჭო, რომელიც მთავრობის წარმომადგენლებისგან, კერძო სექტორისა და სხვადასხვა ასოციაციის წევრებისგან შედგება. დღეს იყო ამ საბჭოს მორიგი შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ განვიხილეთ პროგრამა "აწარმოე საქართველოს" შედეგები, ასევე განახლებული სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ სამომავლო გეგმები და ხედვები. დღეს ჩვენ მოვისმინეთ კერძო სექტორის წარმომადგენლების პოზიცია სხვადასხვა საკითხებზე. ზოგადად, მიგვაჩნია, რომ ეს საბჭო ძალიან კარგი პლატფორმაა კერძო და სახელმწიფო სექტორებს შორის მოსაზრებების და იდეების გასაცვლელად", - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების სისტემას იტალიური კომპანია "ტექნო ალპინი" დაამონტაჟებს

გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების სისტემას იტალიური კომპანია "ტექნო ალპინი" დაამონტაჟებს

18 აგვისტო, 2018

კურორტ გუდაურში იტალიური კომპანია ტექნო ალპინი ხელოვნური გათოვლიანების უახლეს სოსტემას დაამონტაჟებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. ხელშეკრულებას ხელი კომპანიასა და მთის კურორტების...