საქართველოსა და საფრანგეთს შორის სამთო სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოსა და საფრანგეთს შორის სამთო სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

ავსტრიაში, ქალაქ ინსბრუკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "მთის კურორტების განვითარების კომპანიასა" და ფრანგულ კომპანია "კლასტერ მონტანას" შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების სამინისტრო ავრცელებს.

კომპანია "კლასტერ მონტანა" საფრანგეთის მთავრობის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც სამთო კურორტების მართვაშია ჩართულ ყველა მსხვილ ფრანგულ კომპანიას აერთიანებს.

ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოსა და საფრანგეთს შორის სამთო სფეროში თანამშრომლობას, სათხილამურო ინდუსტრიისა და ოთხსეზონიანი ტურიზმის განვითარებას გულისხმობს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "მთის კურორტების განვითარების კომპანიის" დირექტორის ალექსანდრე ონოფრიშვილის განცხადებით, სამთო სფეროში დასავლური მართვის მეთოდების სიღრმისეული გაცნობა, გაცვლით პროექტებში მონაწილეობის მიღება, სემინარებში ჩართულობა და სამთო სფეროში გამოცდილების გაზიარება, რასაც მემორანდუმი ითვალისწინებს, კიდევ უფრო დაეხმარება საქართველოში სათხილამურო კურორტების პოპულარიზაციას, სერვისის გაუმჯობესაბასა და ტურიზმის განვითარებას.

საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის პერსპექტივები

საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის პერსპექტივები

18 საათის წინ

ელექტროენერგია ის პროდუქტია, რომლის გარეშეც დღეს ცხოვრება, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია: გარკვეული ოდენობის ელექტროენერგიას საჭიროებს სასიცოცხლო მნიშვნელობის სამეცნიერო თუ გასართობი ობიექტები, საწარმოო საშუალებები, სამედიცინო აპარატურა...