აშშ დემპინგის წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს

აშშ დემპინგის წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მითითებით, აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროსთან არსებულ სპეციალურ სააგენტოს ფოლადის ბაზარზე არსებული სიტუაციის შესასწავლად ფართომასშტაბიანი გამოძიების ჩატარება დაევალა.

"ფოლადის წარმოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი სამხედრო მრეწველობისთვის, ასევე, მთლიანად ამერიკული ეკონომიკისთვის. ამიტომ, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ამ სფეროში უცხოეთის ქვეყნებზე დამოკიდებულები არ გავხდეთ", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის: ფოლადის მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანიებმა ჩინელი კონკუტენტები ბაზარზე დემპინგური ფასებით ოპერირებაში არაერთხელ დაადანაშაულეს. 2016 წლის მონაცემებით, ფოლადის იმპორტის მოცულობამ ამერიკის შეერთებულ შტატებში 22 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. The Wall Street Journa-ის მონაცემებით, 2016 წელსვე, ადგილობრივ ბაზარზე ფოლადის იმპორტის წილი 37-დან 29 პროცენტამდე შემცირდა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ დემპინგის პრობლემა საქართველოშიც აქტუალურია - სიგარეტის ქართველი მწარმოებლები უცხოურ იმპორტიორებს დემპინგში ედავებიან. ზოგადად, დემპინგი სპეციფიკური ტერმინია და პროდუქციის თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად რეალიზებას ნიშნავს. მართალია, კომპანია, რომელიც ამა თუ იმ პროდუქტს დემპინგურ ფასად ყიდის, გარკვეულ ზარალს ნახულობს, მაგრამ ამ რისკზე მაინც მიდის, რადგან გრძელვადიან პერსპექტივაში, დემპინგური ფასით მიყენებულ ფინანსურ ზიანს, ადგილიბრივი მრეწველობის ჩაძირვის ხრჯზე, ერთი-ორად ინაზღაურებს, ბაზარზე მონოპილისტი ხდება და თავის ფასებს აწესება. შესაბამისად, ბაზარს მიიტაცებს და მისი სრული მონოპოლისტი ხდება. სწორედ ამიტომ, აშშ, ევროკავშირი და მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაცია დემპინგს ებრძვიან.

თამბაქოს მწარმოებელი ტრანსნაციონალური კომპანიები დემპინგში 2015 წელს, გავლენიანმა ბრიტანულ ტელევნიზია BBC-მ ამხილა. 2016 წელს კი ამერიკელი კონგრესმენ ლოიდ დოგეტისა და სენატორ რიჩარდ ბლუმენტალის ხელმძღვანელობით, ამერიკელმა პოლიტიკოსებმა ამ საკითხზე გამოძიების ჩატარება მოითხოვეს, რადგან იეჭვეს, რომ თამბაქოს მწარმოებელი ტრანსნაციონალური კომპანიები აშშ-ს ანტიკორუფციული აქტის მოთხოვნებს არღვევენ. 

მოგვიანებით, ამერიკელმა კანონმდებლებმა განაცხადეს, რომ ეს კორუფციული მასშტაბები შეიძლება იმაზე ფართო იყოს, ვიდრე ეგონათ.  

საერთაშორისო ნორმებით, თუ მწარმოებელი პროდუქციას ნორმალურ ფასზე იაფად ყიდის, ადგილობრივმა მთავრობამ იმპორტიორს შესაძლებელია, ჯარიმა გადაახდევინოს. 

აღსანიშნავია, რომ საქართველო თავის კანონმდებლობას ევროკავშირის კანონმდებლობისა და რეკმენდაციების შესაბამისობით აწესრიგებს, რათა სრულებით შეესაბამებოდეს მსო- მიერ გაწერილ პრინციპებსა და მითითებებს.

"ეს კანონი შეიძლება დასჭირდეს საქართველოს, რადგან საკუთარ საწარმოო ინდუსტრიას ავითარებს", - აცხადებს ევროკავშირის ელჩის მოადგილე. 

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სახლი აუქციონზე 446 მილიონ აშშ დოლარად შეფასდა

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სახლი აუქციონზე 446 მილიონ აშშ დოლარად შეფასდა

21 სექტემბერი, 2018

ჰონგ-კონგის აუქციონზე გამოიტანეს არც ისე დიდი სახლი, რომელსაც ოთხი საძინებელი ოთახი აქვს. მისი ღირებულება კი რეკორდული - 446 მილიონი აშშ დოლარია. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. შედარებისთვის, ვილა Les Cedres, რომელიც 188 წლის წინ ააშენეს და რომელიც საფრანგეთის...