თეონა ჭალიძე: მოვითხოვთ მერიის მთავრობის უახლოეს სხდომაზე დასწრებას

თეონა ჭალიძე: მოვითხოვთ მერიის მთავრობის უახლოეს სხდომაზე დასწრებას

"ახალი საქართველოს" სათათბიროს წევრი, დედაქალაქის მერიას მიმართავს. თბილისის მუნიციპალიტეტში, თეონა ჭალიძემ განცხადება შეიტანა, სადაც ის მოითხოვს მთავრობის უახლოეს სხდომაზე დასწრებას.

"მივმართეთ დედაქალაქის მერიას, მოვითხოვთ მთავრობის უახლოეს სხდომაზე დასწრებას. გვაქვს კონკრეტული შეთავაზებები, თბილისში არსებული პრობლემები მოგვარების გზებთან დაკავშირებით. ჩვენი ინიციატივით შექმნილი სამუშაო ჯგუფები, რამდენიმე საკითხზე ერთდროულად მუშაობენ. მზად ვართ, მერიის მთავრობის სხდომაზე  წარვადგინოთ სოციალური პრობლემების პაკეტი და მათი გადაჭრის გზები.  იმ შემთხვევაში, თუ მერიიდან არ იქნება დამაკმაყოფილებელი პასუხი, პროექტის პრეზენტაციას, ჩვენ მერიის შენობის წინ გავმართავთ", - განაცხადა თეონა ჭალიძემ.

შეგახსენებთ, "სამოქალაქო პლატფორმა-ახალმა საქართველომ" თბილისის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. ღია-ქოლის პრინციპით შეირჩა 200-ზე მეტი დაინტერესებული პირი, დაკომპლექტდა სამუშაო ჯგუფები. დედაქალაქში არსებული პრობლემების გადაჭრის საკუთარ ხედვებს, "ახალი საქართველოს" წევრები, თბილისის მერიასა და საკრებულოს, უახლოეს ერთ კვირაში წარუდგენენ.

ქალაქ ხონის რამდენიმე ქუჩას 21 სექტემბერს გაზმომარაგება შეუწყდება

ქალაქ ხონის რამდენიმე ქუჩას 21 სექტემბერს გაზმომარაგება შეუწყდება

2 საათის წინ

მიმდინარე წლის 21 სექტემბრის დილის 11:00 საათიდან საღამოს 17:00 საათამდე ქალაქ ხონში კერძოდ, აღმაშენებელს, გურამიშვილს, კაკაბაძეს, ხობუას, ტიციან ტაბიძეს, ჭანტურიას, ახალშენს, დედალაურსა და პატარა კუხს გაზმომარაგება შეუწყდება. ამის შესახებ...