კომპანია "IDS ბორჯომი საქართველოს" ინიციატივით ბორჯომში 1000 ნერგი დაირგო

კომპანია "IDS ბორჯომი საქართველოს" ინიციატივით ბორჯომში 1000 ნერგი დაირგო

კომპანიაIDS ბორჯომი საქართველოს ინიციატივით, ბორჯომში გარემოს დაცვითი აქციის ფარგლებში მუხის, ნეკერჩხლისა და ფიჭვის 1000 ნერგი დაირგო. ღონისძიება დედამიწის დღესთან დაკავშირებით გაიმართა და მის  მიზანს ბორჯომში პლატოს ტერიტორიაზე ტყის საფარის აღდგენა და ამ აქციაში საზოგადოების აქტიური ჩართვა წარმოადგენდა.

"ამ ტერიტორიაზე გასულ წელს ჩვენ დავიწყეთ ტყის აღდგენითი ღონისძიებები, ჩავატარეთ სანიტარული ჭრები და ფაქტობრივად, შეიძლება უკვე თვალი მივადევნოთ ჩვენს მიერ გატარებული ღონისძიებების კომპლექსურ შედეგებს.  ტყის აღდგენის  ბუნებრივი პროცესი მიდის ძალიან კარგად და ამის ნათელი მაგალითია ეს აქციაც. მისასალმებელია, რომ კომპანია "IDS ბორჯომი საქართველოს" ინიციატივით, მოხდა 1000 ნერგის და სწორედ იმ სახეობების დარგვა, რომელიც აქაურობის მდგრადი განვითარების შესაძლებლობას მოგვცემს. მნიშვნელოვანია საზოგადოების აქტიური ჩართვა ამ პროცესებში, რაც აღნიშნულმა ღონისძიებამ ნამდვილად უზრუნველყო, აქ არიან  სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ასევე "IDS ბორჯომი საქართველოს" მიერ დაფუძნებული ტრენინგ ცენტრის მოსწავლები, რაც ნამდვილად სასიხარულოა. 22 აპრილს, დედამიწის დღეს, გამოვაცხადეთ გარემოს დაცვითი აქტივობების კვირეული. იმედს გამოვთქვავ, რომ შეიკვრება ჯაჭვი და  ქართული ბიზნესი, თავისი სოციალური პასუხისმგებლობით, შემოუერთდება ბუნების გულშემატკივრობის ინიციატივას. ჩვენ ასეთ პროცესებს მხარს დავუჭერთ და ერთად არსებითად შევცვლით გარემოს დაცვით პრობლემებთან დაკავშირებით მიდგომებს, როგორც მოსახლეობის, ასევე ხელისუფლების მხრიდან", - აცხადებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გიგლა აგულაშვილი.

კამპანია დაიგეგმა და განხორციელდა კომპანია "IDS ბორჯომი საქართველოს" კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის ეგიდით "ბორჯომიგულშემატკივარი", რომელიც აერთიანებს სამ ძირითად მიმართულებას - გარემოს დაცვა, განათლება, სპორტი.

"ბორჯომის" კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტები სამი ძირითადი ხაზით ვითარდება - გარემოს დაცვა, განათლება და სპორტი. ბორჯომის ტყეების განახლების მიზნით უკვე ბევრი წელია ვახორციელებთ ნერგების დარგვის აქციებს გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, მათ მიერ შერჩეულ ადგილებზე. წელს პირადად მინისტრიც შემოუერთდა ჩვენს აქციას, ასევე არიან მოხალისეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, ჩვენი თანამშრომლები და ბორჯომის ტრენინგ ცენტრის მოსწავლეები. ჩვენ ყველა ერთად ვაკეთებთ საქმეს, რომელიც მომავალ თაობებს შემოუნახავს ჯანსაღ გარემოს", - აღნიშნავს "IDS ბორჯომი საქართველოს" გენერალური დირექტორი ზაზა კიკვაძე.

აქციამ  სოციალურ ქსელშიც გადაინაცვლა და ფეისბუქის მომხმარებლებისგან პოზიტიური გამოხმაურება გამოიწვია. #ბუნებისგულშემატკივარი აპლიკაციის დახმარებით, სოციალური მედიის აუდიტორია ვირტუალურად შეუერთდა აქციას, შეცვალა პროფილის ფოტო და ამით გამოხატა მხარდაჭერა ბუნების დაცვისა და მწვანე საფარის არსებობის აუცილებლობისთვის.  

ხეების დარგვის კამპანიაში მონაწილეობა მიიღეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა და სამინისტროს  წარმომადგენლებმა,  ბორჯომის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა, გამგეობის თანამშრომლებმა, ჟურნალისტებმა, საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა, ბორჯომის ტრენინგ ცენტრის მოსწავლეებმა და IDS ბორჯომი საქართველოს ჩამომსხმელი ქარხნების თანამშრომლებმა. ღონისძიებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მოხალისეებიც შემოუერთდნენ.

კამპანია "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" რეგიონებშიც დაიწო

კამპანია "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" რეგიონებშიც დაიწო

15 საათის წინ

კამპანიამ "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" საგზაო უსაფრთხოების მიმართ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით,  სტარტი თბილისში, 17 სექტემბერს აიღო კამპანიის ორგანიზატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" მიერ...