მთავარი » ეკონომიკა » "აქსისპალასი 1"-ის კომპლექსში სავაჭრო ცენტრი "აქსისპალასი" გაიხსნა
"აქსისპალასი 1"-ის კომპლექსში სავაჭრო ცენტრი "აქსისპალასი" გაიხსნა
16:13 | 24 აპრილი, 2017

"აქსისპალასი 1"-ის კომპლექსში სავაჭრო ცენტრი "აქსისპალასი" გაიხსნა

მრავალფუქნქციური კომპლექსის აქსისპალასი 1-ის, სავაჭრო ცენტრ „აქსისპალასში“ (ცინცაძის #12 )  კარფურის ახალი ფილიალი გაიხსნა. 

სავაჭრო ცენტრი, რომელიც აშენებულია უახლესი ევროპული სტანდარტების მიხედვით, უზრუნველყოფილია პარკინგითა და თანამედროვე ტექნოლოგიებით, 7 000 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული და მომხმარებელს სხვადასხვა ტიპის მაღაზიებსა და ბრენდების მრავლფეროვან არჩვენას შესთავაზებს. ამ ეტაპისთვის ცენტრში მალე გაიხსნებაშემდეგი მაღაზიები: PSP, Collizeone, OVS Kids, Penti, Baltic Optics, Café Check In, Pa Sport, Pepela, Kura Kura, Game Zone, Magic Candy, Bakos Coffee & Tea, Beard.ge, Warp, Tobacco Market, Uno Shoes, Santa Esperanza, Musera, Baccarat, M&B, Bamboo, Dom Kofe, Fiorela. ასევე მიმდინარეობს სხვადასხვა ბრენდებთან მოლაპარაკებები. 

პროექტის საინვესტიციო ღირებულება 6 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს. სხვადასხვა პერიოდში პროექტის დაწყებიდან დასრულებამდე 500-მდე ადამიანი იყო დასაქმებული. 

"აქსისპალასი 1" მრავალფუნქციური კომპლექსია, რომელიც თბილისში, ცინცაძის ქ. #12-ში მდებარეობს. პროექტის დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია. საცხოვრებელი კომპლექსი 10 საცხოვრებელ ბლოკს, საოფისე და კომერციულ ფართებს, კაფე-რესტორანს, სავაჭრო და გასართობ ცენტრს, მრავალფუნქციურ შიდა ეზოს, რეკრეაციულ და გამაჯანსაღებელ სივრცეს მოიცავს. სავაჭრო ცენტრის გახსნით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა "აქსისპალასის" კონცეფციის სრულყოფისათვის.

როგორც აქსისში აცხადებენ, პოსტკრიზისული მშენებლობებიდან დარჩენილი ბლოკების მშენებლობა განახლებულია და აქტიურად მიმდინარეობს.