ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს

"ორი დღეა ადგილობრივი მედია საშუალებები არასწორად აშუქებენ იმ სასამართლო დავებს, რომლებშიც ქალაქ ოზურგეთის მერია მონაწილეობს. საქმე ეხება შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობისა" და "გურია პალასი"-ს, ასევე, თამარ ნადირიძისა და კახა ჩავლეშვილის სარჩელებს", - აღნიშნულის შესახებ განცხადებას ოზურგეთის მერია ავრცელებს.

სტატიები, რომლებიც აღნიშნულ სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით ვრცელდება, შეიცავს ბევრ უზუსტობას და მცდარ ინფორმაციას. მათი გაცნობისას რჩება შთაბეჭდილება, რომ სტატია მომზადებულია მოცემული საქმეების შინაარსში და სასამართლოს გადაწყვეტილებაში გაურკვეველი პირის მიერ ან /და ქალაქის მერიის დისკრედიტაციის სურვილით შეპყრობილი პირების მიერ.

კონკრეტული ბიზნესმენის მიერ ქონების დაბრუნებასთან და მსგავს ცრუ ინფორმაციასთან დაკავშირებით გვინდა განვმარტოთ, რომ კონკრეტული იურიდიულ პირი აღნიშნული ქონების მესაკუთრე გახდებოდა ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული საკუთრების მოწმობის საფუძველზე. დღეის მდგომარეობით კი ქონების შემძენის მიერ არცერთი ვალდებულება შესრულებული არ არის. შესაბამისად, ქონება ვერ დაუბრუნდება მას, ვისაც იგი არ ეკუთვნის. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს განსხვავებული მოსაზრებები სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, თუმცა კონკრეტულ დეტალებზე საუბარი ამ დროისთვის ნაადრევია. დაველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას, შევაფასებთ სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების დასაბუთებას და ამის შემდეგ იქნება მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებები. ქონება არის მუნიციპალიტეტის საკუთრება და ის დარჩება მუნიციპალიტეტის საკუთრებად.

რაც შეეხება დავას ჩაის სახლთან დაკავშირებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, ასევე, დამახინჯებული სახით, სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ. მოსარჩელეების მოთხოვნა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მომზადებული და საკრებულოსთვის წარდგენილი დოკუმენტაციის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლომ არ დააკმაყოფილა. აქედან გამომდინარე, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას არავითარი ბაჟი გადასახდელი არა აქვს", - აღნიშნულია განცხადებაში.

ჯიპიაის "მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი" და სპეციალური შეთავაზება ღვინის მარნებს

ჯიპიაის "მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი" და სპეციალური შეთავაზება ღვინის მარნებს

21 ივნისი, 2018

"ჯიპიაი ჰოლდინგმა" მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კიდევ ერთი სოციალური პროექტი დაიწყო - "მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი", რომელიც გასული წლის "მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშწყობის პროგრამის"...