სამცხე-ჯავახეთში ტურიზმის განვითარებების გეგმები განიხილეს

სამცხე-ჯავახეთში ტურიზმის განვითარებების გეგმები განიხილეს

სამცხე-ჯავახეთში ტურიზმის განვითარების მიზნით ბორჯომში პირველი რეგიონალური სიმპოზიუმი გაიმართა. ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით და USAID-ის პროექტ Zrda-ს ფარგლებში გაიმართა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სიმპოზიუმის მიზანია რეგიონში ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემების განსაზღვრა და პრიორიტეტების დადგენა, რაც ხელს უწყობს სამცხე-ჯავახეთში ტურიზმის განვითარებას და პოპულარიზაციას. სიმპოზიუმი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ, USAID-ის მისიის დირექტორმა დაგლას ბოლმა, საქართველოში რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რადუ-ლივიუ ჰორუმბმა და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა აკაკი მაჩუტაძემ გახსნეს. შეხვედრას ტურისტული ინდუსტრიის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. 

USAID-ის პროექტმა Zrda-ამ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად სამცხე-ჯავახეთის ტურიზმის განვითარების სამუშაო ჯგუფმა დაარსა. მისი მიზანია რეგიონში ტურიზმის პოპულარიზაცია, აგრო, ეკო, სათავგადასავლო და კულტურული ტურიზმის განვითარება.

რუსთაველზე, "სოლიდარობის აქციის" დროს დაკავებულები, დღეს მთავარ პროკურატურასთან იმყოფებოდნენ

რუსთაველზე, "სოლიდარობის აქციის" დროს დაკავებულები, დღეს მთავარ პროკურატურასთან იმყოფებოდნენ

17 ივნისი, 2018

11 ივნისს, ერთ-ერთმა დაკავებულმა, გიორგი ხაბურზანიამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა: "მივმართავ შსს-ს გენერალურ ინსპექციას, პროკურატურას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და ყველა უფლებამოსილ...