მობილური ექსტენცია ქვემო ქართლის რეგიონში

მობილური ექსტენცია ქვემო ქართლის რეგიონში

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა, მობილური ექსტენციის პროექტის ფარგლებში, ქვემო ქართლის რეგიონის 31 სოფელში ფერმერებს მავნებელ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებზე, დაზიანების ფორმებსა და სიმპტომებზე, ქიმიური და ბიოლოგიური ბრძოლის ღონსძიებების, ასევე, ფიტოსანიტარიული ღონისძიებების დროულ გატარებასა და პესტიციდების შერჩევაზე მიაწოდეს ინფორმაცია, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრებზე ფერმერებმა საჭირო ინფორმაცია მეცხოველეობისა და ვეტერინარიის, საფუტკრის მოწყობის, სტანდარტიზაციის, ფუტკრის დაავადებებისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების შესახებაც მიიღეს.

მობილური ექსტენციის ფარგლებში სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლები მაისში კახეთის რეგიონის 22 სოფელში ჩავლენ და ფერმერებს კონსულტაციებს გაუწევენ.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, ექსტენციის პროექტის ფარგლებში, ფერმერების ინფორმირება-გადამზადებას ახორციელებს. 2016 წელს, მთელი საქართველოს მასშტაბით 1200-ზე მეტი ფერმერი გადამზადდა.

გარემოს დაცვის ექსპერტის თქმით, ჰაერის მთავარი დამაბინძურებელი მშენებლობის მტვერია

გარემოს დაცვის ექსპერტის თქმით, ჰაერის მთავარი დამაბინძურებელი მშენებლობის მტვერია

13 საათის წინ

არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვამ“ პარლამენტის სამუშაო ჯგუფისთვის ჰაერის დაბინძურების თემაზე მასშტაბური კვლევა ჩაატარა. შუალედური შედეგები უკვე ცნობილია. „ეკოხედვის“ ექსპერტი ნუგზარ ბუაჩიძე აცხადებს, რომ ჰაერის დაბინძურების...