მთავარი » მსოფლიო » უკრაინის ექსპერტიზა: ქართული სიგარეტის მწარმოებელი მომხმარებლებს ატყუებს
უკრაინის ექსპერტიზა: ქართული სიგარეტის მწარმოებელი მომხმარებლებს ატყუებს
15:13 | 6 აპრილი, 2017

უკრაინის ექსპერტიზა: ქართული სიგარეტის მწარმოებელი მომხმარებლებს ატყუებს

სიგარეტ "პირველის" ბოლში, რომელიც Tbilisi Tobacco-ს მიერაა წარმოებული, კუპრის, ნიკოტინისა და მხუთავი აირის გადაჭარბებული რაოდენობა გამოვლინდა, - შესაბამისი კვლევა უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ტოქსიკოლოგიის პრევენციისა და ქიმიური უსაფრთხოების სამეცნიერო ცენტრმა ჩაატარა, იუწყება ukranews-ი.

"კვლევის ყველა ნიმუშში, სიგარეტის ერთი ღერის ბოლში აღინიშნება კუპრის, ნიკოტინისა და მხუთავი აირის გადაჭარბებული რაოდენობა - 10,1 და 10 მგ.

კერძოდ, უფილტრო სიგარეტ Pirveli 7 Blue-ში კუპრის რეალური რაოდენობა (19,5 მგ) თითქმის ორჯერ აღმატება იმ ოდენობას, რამდენიც კოლოფზე, მწარმოებლის მიერაა მითითებული (10 მგ).

სხვა ბრენდებშიც აღმოჩენილია კუპრის აშკარად გადაჭარბებული რაოდენობა: Pirveli Premium Blue 7 - 11.6 მგ (მითითებულია 8 მგ), Pirveli International Blue 7 - 12.7 მგ (მითითებულია 8 მგ).

ამასთან, მხუთავი აირის გადაჭარბებული ოდენობა, სიგარეტ "პირველის" თითქმის ყველა ტესტირებულ ბრენდში გამოვლინდა. Pirveli Premium Red 9-სა და Pirveli Premium Blue 7-ში 14.2 მგ მხუთავი აირი გამოვლინდა, ხოლო Pirveli International Blue 7-ში - 15.8 მგ, როდესაც ყველა შემთხვევაში, მწარმოებელს შეფუთვაზე მხუთავი აირის შემცველობის 10 მილიგრამიანი მაჩვენებელი აქვს მითითებული.

ტესტირებულ სიგარეტებში აგრეთვე გადაჭარბებულია ნიკოტინის შემცველობაც. მაგალითად, Pirveli 7 Blue-ს ნიკოტინის შემცველობა 1,35 მილიგრამს შეადგენს, ხოლო მითითებულია 1 მგ", - აღნიშნულია კვლევაში.

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ტოქსიკოლოგიის პრევენციისა და ქიმიური უსაფრთხოების სამეცნიერო ცენტრი WHO Tobacco Laboratory Network-ის წევრია, რომელიც 2005 წელს შეიქმნა.

კვლევა 2017 წლის თებერვალში ჩატარდა.