"გაზპრომის" შვილობილი კომპანია უზბეკური "უზტრანსგაზისგან" ბუნებრივ აირს იყიდის

"გაზპრომის" შვილობილი კომპანია უზბეკური "უზტრანსგაზისგან" ბუნებრივ აირს იყიდის

კომპანია "გაზპრომექსპორტმა" ("გაზპრომის" შვილობილი კომპანია) უზბეკური "უზტრანსგაზისგან" ყოველწლიურად 4 მილიარდი კუბური მეტრი გაზის შეძენის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა. კონტრაქტს ხუთი წლის ვადით მოეწერა ხელი.

გარდა ამისა, რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროსა და "უზბეკნეფტგაზს" შორის ჩარჩო კონვენციას მოეწერა ხელი, რომლის მიხედვითაც უზბეკეთს რუსული წარმოშობის 500 ათასი ტონა ნავთობი მიეწოდება.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების ფარგლებში დიდი ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას.

აგრეთვე შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა მიგრაციის, ტურიზმის, ჯანდაცვის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას.

მთლიანობაში ხელი მოეწერა 39 შეთანხმებას, საიდანაც ნაწილი 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტების რეალიზაციასთან დაკავშირებით შეთანხმებაა, ხოლო ნაწილი - 3,8 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების სავაჭრო კონტრაქტები.

სტუდენტებისთვის საუკეთესო ქალაქების რეიტინგში პირველი ადგილი ლონდონმა დაიკავა

სტუდენტებისთვის საუკეთესო ქალაქების რეიტინგში პირველი ადგილი ლონდონმა დაიკავა

10 მაისი, 2018

რეიტინგის შედგენისას ანალიტიკოსებმა გაითვალისწინეს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ქალაქში მსოფლიოში მოწინავე სასწავლებლების რაოდენობა, სტუდენტების საერთო რაოდენობაში უცხოელთა წილი, ტოლერანტობა, ქალაქში მუზეუმების რაოდენობა, ქალაქის...