"კოკა-კოლას" ქილაზე მილიარდერ უორენ ბაფეტის გამოსახულება გამოჩნდება

"კოკა-კოლას" ქილაზე მილიარდერ უორენ ბაფეტის გამოსახულება გამოჩნდება

მილიარდერ უორენ ბაფეტის სახე კოკა-კოლას ლიმიტირებულ, ალუბლის სერიის შეფუთვაზე გამოჩნდება. აღნიშნულის შესახებ The Guardian-ი წერს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ალუბლის კოკა-კოლის სერია, რომელზეც მილიარდერის სახე იქნება გამოსახული, ჩინეთში, ალუბლის კოკა-კოლის პოპულარიზაციის მიზნით გაიყიდება. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ბაფეტი კოკა-კოლის ერთ-ერთი დიდი თაყვანისმცემელია და გამოსვლების დროს სულ ალუბლის კოკა-კოლას სვამს. 

კოკა-კოლას მარკეტინგის დირექტორმა ჩინეთში შელი ლინმა განაცხადა, რომ გაოგნებულები იყვნენ, როდესაც ბაფეტი თავისი პორტრეტის გამაგრილებელი სასმლის შეფუთვაზე გამოსახვას დათანხმდა. კოკა-კოლას წარმომადგენელი და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი მუჰტარ კენტი აცხადებს, რომ მას ძალიან მოეწონა ალუბლის კოკა-კოლის პოპულარიზების ასეთი იდეა.

ბაფეტმა Yahoo Finance-თან საუბრისას, 4-5 თვის წინ განაცხადა, რომ კენტმა მას მოუყვა, რომ ჩინეთში ალუბლის კოკა-კოლის შეტანას აპირებდა და ბიზნეს მაგნატის პორტრეტის გამაგრილებელი სასმლის შეფუთვაზე გამოსახვის უფლება სთხოვა. მილიარდერის თქმით, იგი დათანხმდა ამ წინადადებას, მაგრამ პორტრეტისათვის არ უპოზიორია.

უორენ ბაფეტი ფორბსის 2017 წლის მილიარდერების რეიტინგში რიგით მეორე ადგილს იკავებს. მისი ქონება 75,5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. რეიტინგის სათავეში კი 86 მილიარდი აშშ დოლარით ბილ გეიტსია.