მარტში საქართველოში საწვავის იმპორტი გაიზარდა

მარტში საქართველოში საწვავის იმპორტი გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2017 წლის მარტში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 83,6 ათასი ტონა, რაც 11,3 ათასი ტონით ანუ 15,6%-ით აღემატება თებერვლის თვის მაჩვენებელს. მათ შორის, 2017 წლის მარტში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 50,9 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 32,7 ათასი ტონა.

საწვავის კატეგორიების მიხედვით 2017 წლის მარტში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 37,8 ათასი ტონა ანუ 74,3%;  A-95 პრემიუმი მარკის  ბენზინი - 12,6 ათასი ტონა ანუ 24,8%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 0,5 ათასი ტონა ანუ 0,9%. ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა: 50PPM (ევრო დიზელი) - 31,0 ათასი ტონა ანუ 94,8%, L-62 დიზელის საწვავი - 1,7 ათასი ტონა ანუ 5,2%.

ქვეყნების მიხედვით 2017 წლის მარტში ბენზინისა და დიზელის საწვავის  იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა   რუმინეთიდან - 21,4 ათასი ტონა (მთელი იმპორტის 25,6%), რუსეთიდან - 19,8 ათასი ტონა (23,7%), ბულგარეთიდან - 18,6 ათასი ტონა (22,2%), თურქმენეთიდან - 12,8 ათასი ტონა (15,3%), აზერბაიჯანიდან 4,2 ათასი ტონა (5,0%), საბერძნეთიდან - 3,8 ათასი ტონა (4,5%), კვიპროსიდან - 1,4 ათასი ტონა (1,7%), დიდი ბრიტანეთიდან - 1,0 ათასი ტონა (1,2%), შვეიცარიიდან - 0,5 ათასი ტონა (0,6%), უკრაინიდან - 0,1 ათასი ტონა (0,1%).

ქალაქ რუსთავის ნაწილს 20 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

ქალაქ რუსთავის ნაწილს 20 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

17 აგვისტო, 2018

მიმდინარე წლის 20 აგვისტოს დილის 09:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე ქალაქ რუსთავში კერძოდ, VII, VIIა, VIIბ, VIII მიკრორაიონებს, ლომოურის ქუჩას, ლომოურის გასავლელს, შარტავას გამზირის №4-ს, მელიქიშვილის I და VII გასავლელებს გაზმომარაგება შეუწყდება. ამის შესახებ...