მსოფლიოში გამოჩენილმა სამთო ექსპერტებმა სვანეთი მოინახულეს

მსოფლიოში გამოჩენილმა სამთო ექსპერტებმა სვანეთი მოინახულეს

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპისა და აზიის სამთო კურორტების საერთაშორისო კონფერენციის   ფარგლებში, მსოფლიოში გამოჩენილი სამთო ექსპერტები სვანეთს ეწვივნენ და კურორტის პოტენციალი, განვითარება და პერსპექტივები შეაფასეს. 

სვანეთში ასევე იმყოფებოდნენ ის სპიკერები, რომლებიც კონფერენციაზე სიტყვით გამოვლენ. მათ შორის არიან საფრანგეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების სამინისტროს ტურიზმის დეპარტამენტის უფროსი, საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენელი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში და Atout France-ეს ადმინისტრატორი მიშელ დურიუ, MDP კონსალტინგის პრეზიდენტი პასკალ ღუ, შვეიცარიის ლოზანის ტექნოლოგიების ფედერალური ინსტიტუტის დოქტორი ფიონა პია, ჩინეთის ტურიზმის კვლევის ინსტიტუტის დამაარსებელი ვოლფგანგ არლტი, ირანის სამთო ფედერაციის საერთაშორისო საქმიანობის პრეზიდენტი მაჰმუდ ჰაშემი, მსოფლიოში ცნობილი ალპინისტი ქეისი ოდაუდი და კონფერენციის სხვა დელეგატები.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით,  საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია ამ ექსპერტების შეფასება მსოფლიო პრესაში და დარგის სამეცნიერო წრეებში. ექსპერტებს სვანეთში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა უმასპინძლა.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპისა და აზიის სამთო კურორტების საერთაშორისო კონფერენცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით იმართება.

დიმიტრი ქუმსიშვილი: მინდა, საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო დღევანდელი დღე

დიმიტრი ქუმსიშვილი: მინდა, საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო დღევანდელი დღე

5 საათის წინ

დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ულოცავს. "მინდა საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო დღევანდელი დღე - 100 წლის წინ 1918 წლის 26 მაისს საქართველო გამოცხადდა დამოუკიდებელ, დემოკრატიულ რესპუბლიკად და, ეს რა...