გასულ წელს აჭარას 1 414 602 უცხოელი ვიზიტორი სტუმრობდა

გასულ წელს აჭარას 1 414 602 უცხოელი ვიზიტორი სტუმრობდა

2016 წელს, აჭარას ყველა ადმინისტრაციული საზღვრის გავლით 1 414 602 უცხოელი ვიზიტორი სტუმრობდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით კი რეგიონში არსებულ რეგისტრირებულ და არარეგისტრირებულ განთავსების ობიექტებში 871 455 ტურისტმა დაისვენა. მათ შორის 472 861 შიდა, ხოლო 398 594 უცხოელი ტურისტი იყო.

უცხოელი ტურისტების ყველაზე დიდი ნაწილი რეგიონში ისევ სამიზნე ქვეყნებიდან ისვენებდნენ. ლიდერი ქვეყნების ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება:

  • თურქეთი 78 965
  • რუსეთი 55 686
  • უკრაინა 45 239
  • ისრაელი 41 355
  • აზერბარჯანი 31 326

2016 წელს, აჭარაში შემოსულ ტურისტებს შორის ასევე ლიდერობს ირანი, საიდანაც რეგიონს წლის განმავლობაში 24 865 ტურისტი სტუმრობდა. რეგიონში დიდი რაოდენობით შემოვიდა არაბი ტურისტებიც. აჭარაში არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან 6 953, საუდის არაბეთიდან კი 8 540 ტურისტი ისვენებდა.

აჭარაში ტურისტულად ყველაზე აქტიური პერიოდი იყო ივლისი- სექტემბერი, რომლის დროსაც რეგიონში წლის განმავლობაში ჩამოსული ტურისტების 40% ისვენებდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ტურისტების სტატისტიკა რეგისტრირებული განთავსების ობიექტების მონაცემებსა და არარეგისტრირებული სექტორის კვლევას ეყრდნობა.

2016 წელს, ტურისტების 44% (386 921) რეგისტრირებულ სასტუმროებსა და განთავსების ობიექტებში, 56% (484 534) კი არარეგისტრირებულ ბინებსა და საოჯახო სასტუმროებში იმყოფებოდა.

"რეგისტრირებულ განთავსების ობიექტებში მყოფი ტურისტების სტატისტიკა არასრულია, რადგან აღნიშნული მონაცემები აჭარაში რეგისტრირებული საწოლი ადგილებიდან მხოლოდ 43%-ის მონაცემებს ასახავს. რაც ლოგიკურად ნიშნავს, რომ რეგიონში 871 455-ზე გაცილებით მეტი ტურისტი ისვენებდა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ იმ სასტუმროების რიცხვი, რომლებიც ჩვენთან თანამშრომლობენ გაიზრდება. ეს საშუალებას მოგვცემს ჩვენს მიერ გამოქვეყნებული ტურისტების სტატისტიკა იყოს უფრო ზუსტი", აცხადებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სტატისტიკისა და ანალიტიკის განყოფილების უფროსი ნანა დოლიძე.

გიორგი გახარია საუდის არაბეთის კომერციისა და ინვესტიციების მინისტრს შეხვდა

გიორგი გახარია საუდის არაბეთის კომერციისა და ინვესტიციების მინისტრს შეხვდა

20 იანვარი, 2017

დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ოფიციალურ პირებთან შეხვედრებს განაგრძობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო...