GWP-ის სერვისებით სარგებლობა ახლა უკვე მობილური აპლიკაციითაც არის შესაძლებელი

GWP-ის სერვისებით სარგებლობა ახლა უკვე მობილური აპლიკაციითაც არის შესაძლებელი

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" მომსახურების გაუმჯობესების მიზნით მობილური აპლიკაცია შექმნა, რომლის ინსტალაცია iOS და Android ოპერაციული სისტემების სმარტფონებზეა შესაძლებელი, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ავრცელებს.

"gwp მობაილ აპლიკაციის საშუალებით მომხმარებლები ოპერატიულად მიიღებენ ინფორმაციას წყალმომარაგების და წყლის ხარისხის შესახებ, დაუკავშირდებიან კომპანიის კონსულტანტებს ონლაინ ჩატის და ცხელი ხაზის საშუალებით, დარეგისტრირდებიან SMS სერვისით სარგებლობისთვის, შეამოწმებენ აბონენტის დავალიანებას და გაეცნობიან სერვისცენტრების ადგილმდებარეობას.

gwp მობაილ აპლიკაცია უფასოა და მისი ჩამოტვირთვა სმარტფონებზე play store-დან და app store-დან არის შესაძლებელი", - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

ქობულია: ბლოკჩეინთან დაკავშირებით საქართველო უკვე არის მსოფლიო რუკაზე

ქობულია: ბლოკჩეინთან დაკავშირებით საქართველო უკვე არის მსოფლიო რუკაზე

21 სექტემბერი, 2018

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბლოკჩეინთან დაკავშირებით  საქართველო უკვე არის მსოფლიო რუკაზე. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც საკმაოდ დიდი ინვესტიციები განხორციელდა ციფრული მაინინგის სფეროში, რადგან გვაქვს ძალიან ხელსაყრელი პირობები...