კახეთში საქართველოს მევენახეობისა და მეღვინეობის დარგის განვითარების ფორუმი იმართება

კახეთში საქართველოს მევენახეობისა და მეღვინეობის დარგის განვითარების ფორუმი იმართება

2017 წლის 30 მარტს, თელავში, სოფლისა და სოფლის მეურნეობის ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, ორგანიზაცია ოქსფამის ორგანიზებით, ENPARD-ის განმახორციელებელი პარტნიორებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, ტარდება საქართველოს მევენახეობისა და მეღვინეობის დარგის განვითარების ფორუმი.

აღნიშნულ ფორუმზე განსაკუთრებული აქცენტი სწორედ ამ დარგში თვითდასაქმებულ წვრილ მევენახეებზე გაკეთდება იმ მიზნით, რომ მოხდეს იმ მიდგომებისა და ხედვების გაცვლა, რომელიც ხელს შეუწყობს წვრილი მეწარმეების მხარდაჭერის გზით სოფლად სიღარიბის აღმოფხვრასა და მოსახლეობის შემოსავლების ზრდას.

ფორუმი წარმოადგენს საკოორდინაციო პლატფორმას საქართველოში მევენახეობისა და მეღვინეობის დარგის განვითარებით დაინტერესებული ნებისმიერი მხარისთვის. მის ფარგლებში დაგეგმილია საზოგადოებასა და მთავრობას შორის აღნიშნული დარგის განვითარების ხელშემწყობი პოლიტიკის ერთობლივად გამომუშავებისა და მისი კოორდინირებულად და გამჭვირვალედ განხორციელების უზრუნველყოფა. გაიმართება საზოგადოებრივი დისკუსია, რაც შექმნის საზოგადოებრივი დიალოგის მუდმივმოქმედი მექანიზმის ჩამოყალიბებისა და განვითარების საფუძველს.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მთავრობის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები; ასევე ევროკავშირის, ENPARD-ის განმახორციელებელი კონსორციუმებისა და ბენეფიციარი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლები; ფერმერები, დარგში მოღვაწე წამყვანი სპეციალისტები, აგრეთვე გადამამუშავებელი საწარმოებისა და ექსპორტიორი კომპანიების წარმომადგენლები.

საქართველოსთვის მევენახეობა და მეღვინეობა უმნიშვნელოვანესი დარგია, როგორც სოციალური, ეკონომიკური აგრეთვე კულტურული და სულიერი თვალსაზრისითაც. ამ დარგში დღეს-დღეობით თითქმის 50,000 წვრილი (საშუალოდ 0,5 ჰა) საოჯახო ფერმერული მეურნეობა არის თვითდასაქმებული და მათი უდიდესი უმრავლესობისთვის ყურძნის წარმოება შემოსავლის უმთავრეს წყაროს წარმოადგენს. დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღემდე პერიოდში, საქართველოში ღვინის წარმოებამ მეტად საგრძნობი პროგრესი განიცადა, როგორც ხარისხის გაუმჯობესების ისე საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების თვალსაზრისით, თუმცა ნედლეულის მწარმოებელი წვრილი ფერმერები დღემდე ნაკლებად უპირატეს, თითქმის ხელგამოწვდილ მდგომარეობაში იმყოფებიან, რადგან მათ საჭირო კაპიტალზე, ცოდნასა და ინფორმაციაზე საკმარისი წვდომა და გარკვეულ შემთხვევებში არც მზაობა და მიმღებლობა არ გააჩნიათ, რაც მათ კონკურენტუნარიანობის ამაღლების, შემოსავლების გაზრდისა და ცხოვრების დონის გაუმჯობესების შესაძლებლობას მისცემდათ.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გდანსკის მიმართულებით რეგულარული ავიამიმოსვლა იწყება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გდანსკის მიმართულებით რეგულარული ავიამიმოსვლა იწყება

15 საათის წინ

2019 წლის 2 აპრილს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გდანსკის მიმართულებით რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყება. საპორტო ქალაქი გდანსკი იქნება რიგით მეოთხე მიმართულება, სადაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პოლონეთის მიმართულებით და...