ბორჯომში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის დღის ცენტრი გაიხსნება

ბორჯომში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის დღის ცენტრი გაიხსნება

ქალაქ ბორჯომში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის დღის ცენტრი გაიხსნება. აღნიშნული ცენტრი ერთდროულად 40 ადამიანის მოემსახურება. ა(ა)იპ "ერთად რეალური ცხოვრებისათვის" ბულგარეთის მთავრობასთან თანამშრომლობით მზად არიან განახორციელონ პროექტი "თემისა და ინკლუზიური განათლების გაძლიერება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის". დღის ცენტრი ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 64 შშმ ბავშვს და მათ ოჯახებს დაეხმარება სოციალურ რეაბილიტაციასა და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის პროცესში. აღნიშნულის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იუწყება.

დღის ცენტრის აღჭურვისა და პერსონალის გადამზადებისათვის სულ მცირე 50 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

სერვისების შექმნაში ორგანიზაციას მხარდაჭერას უცხადებენ დონორი ორგანიზაციები: გაეროს ბავშვთა ფონდის და ბულგარეთის მთავრობა. ა(ა)იპ "ერთად რეალური ცვლილებებისათვის" აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან სოციალური სერვისების შექმნის საკითხებში. ისინი არაერთი წელია მუშაობენ ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირების/ბავშვების მშობლებთან.

ქალაქ ხონის რამდენიმე ქუჩას 21 სექტემბერს გაზმომარაგება შეუწყდება

ქალაქ ხონის რამდენიმე ქუჩას 21 სექტემბერს გაზმომარაგება შეუწყდება

1 საათის წინ

მიმდინარე წლის 21 სექტემბრის დილის 11:00 საათიდან საღამოს 17:00 საათამდე ქალაქ ხონში კერძოდ, აღმაშენებელს, გურამიშვილს, კაკაბაძეს, ხობუას, ტიციან ტაბიძეს, ჭანტურიას, ახალშენს, დედალაურსა და პატარა კუხს გაზმომარაგება შეუწყდება. ამის შესახებ...