საქართველოში კიდევ ერთი, ახალი ინდური ფილმის გადაღებები ხორციელდება

საქართველოში კიდევ ერთი, ახალი ინდური ფილმის გადაღებები ხორციელდება

კინოინდუსტრიის წახალისების პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, საერთაშორისო პრომო-კამპანიისა და გაცნობითი ხასიათის პრეზენტაციის შედეგად, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყნებში ტარდება მათ შორის მუმბაიშიც, საქართველო, როგორც კინოგადაღების მოედანი უფრო და უფრო დატვირთული ხდება და უცხოელი პროდიუსერების დაინტერესებაც შესამჩნევად მატულობს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ამჟამად საქართველო ინდოელ რეჟისორებსა და მსახიობებს მასპინძლობს, რომლებიც რომანტიკულ კომედიაზე მუშაობენ სახელწოდებით „ჰინდი მედიუმი“ (Hindi Medium). აღსანიშნავია, რომ ფილმში მონაწილეობენ ცნობილი მსახიობები, მათ შორის, საერთაშორისოდ აღიარებული პაკისტანელი მსახიობი საბა ქამარი და ბოლივუდის წამყვანი მსახიობი ირფან ხანი, რომელიც თამაშობდა ისეთ ფილმებში, როგორებიცაა: ოსკარის მფლობელი „მილიონერი ღარიბთა უბნიდან“, კანის საერთაშორისო კინოფესტივალის მიერ აღიარებული მელოდრამა „ლანჩის ყუთი“, მძაფრსიუჟეტიანი სათავგადასავლო ფილმი „წარმოუდგენელი ადამიანი-ობობა,“ 2016 წლის ბლოკბასტერი ტრილერი „ინფერნო“, სადაც მან ცნობილ ამერიკელ მსახიობ ტომ ჰენქსთან ერთად იმუშავა.

ხსენებული ფილმის დიდი ნაწილი ინდოეთშია გადაღებული, თუმცა ინდოელმა რეჟისორებმა შარადა კარკიმ (Sharada Karki) და დინეშ ვიჯანმა (Dinesh Vijan) სწორედ თბილისის სხვადასხვა ლოკაცია შეარჩიეს ფილმში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ცეკვის სცენის გადასაღებად, რომლისთვისაც საერთაშორისოდ აღიარებული ინდოელი ქორეოგრაფი აჰმედ ხანი (Ahmed Khan) მოიწვეს. ინდოელი რეჟისორების საქართველოთი დაინტერესება პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ შედეგია.

პროგრამის ფარგლებში ცნობილი რეჟისორი და ლოკაციის მენეჯერი ბობი ხანი (Bobby Khan) რამდენჯერმე ესტუმრა საქართველოს სხვადასხვა რეგიონს და საქართველო აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გადასაღებ ლოკაციადაც კი დაასახელა.საქართველოში კიდევ ერთი, ახალი ინდური ფილმის გადაღებები ხორციელდება კინოინდუსტრიის წახალისების პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, საერთაშორისო პრომო-კამპანიისა და გაცნობითი ხასიათის პრეზენტაციის შედეგად, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყნებში ტარდება მათ შორის მუმბაიშიც, საქართველო, როგორც კინოგადაღების მოედანი უფრო და უფრო დატვირთული ხდება და უცხოელი პროდიუსერების დაინტერესებაც შესამჩნევად მატულობს.

ამჟამად საქართველო ინდოელ რეჟისორებსა და მსახიობებს მასპინძლობს, რომლებიც რომანტიკულ კომედიაზე მუშაობენ სახელწოდებით „ჰინდი მედიუმი“ (Hindi Medium).

აღსანიშნავია, რომ ფილმში მონაწილეობენ ცნობილი მსახიობები, მათ შორის, საერთაშორისოდ აღიარებული პაკისტანელი მსახიობი საბა ქამარი და ბოლივუდის წამყვანი მსახიობი ირფან ხანი, რომელიც თამაშობდა ისეთ ფილმებში, როგორებიცაა: ოსკარის მფლობელი „მილიონერი ღარიბთა უბნიდან“, კანის საერთაშორისო კინოფესტივალის მიერ აღიარებული მელოდრამა „ლანჩის ყუთი“, მძაფრსიუჟეტიანი სათავგადასავლო ფილმი „წარმოუდგენელი ადამიანი-ობობა,“ 2016 წლის ბლოკბასტერი ტრილერი „ინფერნო“, სადაც მან ცნობილ ამერიკელ მსახიობ ტომ ჰენქსთან ერთად იმუშავა.

ხსენებული ფილმის დიდი ნაწილი ინდოეთშია გადაღებული, თუმცა ინდოელმა რეჟისორებმა შარადა კარკიმ (Sharada Karki) და დინეშ ვიჯანმა (Dinesh Vijan) სწორედ თბილისის სხვადასხვა ლოკაცია შეარჩიეს ფილმში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ცეკვის სცენის გადასაღებად, რომლისთვისაც საერთაშორისოდ აღიარებული ინდოელი ქორეოგრაფი აჰმედ ხანი (Ahmed Khan) მოიწვეს. ინდოელი რეჟისორების საქართველოთი დაინტერესება პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ შედეგია.

პროგრამის ფარგლებში ცნობილი რეჟისორი და ლოკაციის მენეჯერი ბობი ხანი (Bobby Khan) რამდენჯერმე ესტუმრა საქართველოს სხვადასხვა რეგიონს და საქართველო აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გადასაღებ ლოკაციადაც კი დაასახელა.

ქობულია: ბლოკჩეინთან დაკავშირებით საქართველო უკვე არის მსოფლიო რუკაზე

ქობულია: ბლოკჩეინთან დაკავშირებით საქართველო უკვე არის მსოფლიო რუკაზე

21 სექტემბერი, 2018

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბლოკჩეინთან დაკავშირებით  საქართველო უკვე არის მსოფლიო რუკაზე. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც საკმაოდ დიდი ინვესტიციები განხორციელდა ციფრული მაინინგის სფეროში, რადგან გვაქვს ძალიან ხელსაყრელი პირობები...