მთავარი » ტექნოლოგია » "მაიქროსოფთმა" ქართველ ექსპერტებსა და IT სფეროს სპეციალისტებს ახალი სტრატეგია წარუდგენა
"მაიქროსოფთმა" ქართველ ექსპერტებსა და IT სფეროს სპეციალისტებს ახალი სტრატეგია წარუდგენა
17:48 | 21 მარტი, 2017

"მაიქროსოფთმა" ქართველ ექსპერტებსა და IT სფეროს სპეციალისტებს ახალი სტრატეგია წარუდგენა

კომპანია "მაიქროსოფთმა" ქართველ ექსპერტებსა და  ინფორმაციული ტექნოლოგიების  სპეციალისტებს "ქლაუდი" წარუდგინა.

"Cloud in the Clouds" - სოციალური ქსელის მომხმარებელს შესაძლებლობა ჰქონდა  დაესვა კითხვები პირდაპირ ეთერში და გაეგო უფრო მეტი ღრუბლოვან ტექნოლოგიებზე. სტრიმინგი კომპანიის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე  https://www.facebook.com/GeoMicrosoft/?ref=br_rs  დედაქალაქის ყველაზე მაღალი წერტილიდან, თბილისის სატელევიზიო ანძიდან განხორციელდა.

"ქლაუდის" უპირატესობებსა და შესაძლებლობებზე, ბიზნესის ციფრული ტრანსფორმირებასა და  მის ღირებულებებზე, ციფრული პლატფორმის გამოყენების აუცილებლობაზე, თუ როგორ დაეხმარება "მაიქროსოფთი" ბიზნესის სფეროებსა და ბიზნეს ორგანიზაციებს, რომლებიც მიიღებენ ოპერაციების გაციფრულების გადაწყვეტლებას, რა სარგებელს მიიღებენ საბოლოდ მომხმარებლები ციფრული ტრანსფორმაციის შედეგად და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა „მაიქროსოფთ საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა  ნიკოლოზ დობორჯგინიძემ და მოწვეულ ლიდერებთან მეოთხე ტექნოლოგიურ რევოლუციაზე დისკუსია გამართა.

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს  ექსპერტებმა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტებმა:  ეფრემ ურუმაშვილმა,  ნინო ნატროშვილმა, აკო ახალაიამ, ანდრო დგებუაძემ, დავით ლაბაძემ და ნინო ნანიტაშვილმა. 

ანდრო დგებუაძე, შპს "ელაივის" დამფუძნებელი: "მაიქროსოფთის დამსახურებით ბავშვობის ოცნება ავისრულე, ყოველთვის მქონდა სურვილი სატელევიზიო  ანძაზე ამოვსულიყავი და ამ სიმაღლიდან  შემეხედა სამყაროსთვის. ქლაუდ ტექნოლოგიები ეს იმდენად რეალური და ხელშესახებია, კითხვის დასმაც კი უხერხულია - კარგია თუ ცუდი. მისი სინონიმი ჩემთვის  გლობალიზაციაა  ანუ  ის რა მიმართულებითაც მიდის მსოფლიო, ის ტრენდი,  რომელიც უკვე დაგვადგა თავზე.  მხოლოდ ერთი რამ არის პასუხგასაცემი  -  გვეყოფა თუ არა საამისოდ განათლება,  ცოდნა და უნარები მხარი ავუბათ და არ ჩამოვრჩეთ ამ ტენდენციას. მაიქროსოფთის პრეროგატივააა ეს ყველაფერი დაინერგოს,  ჩვენ კი მათ შემოთავაზებებსა და ცივილიზაციას დავეწიოთ".

ნინო ნანიტაშვილი, "ელვას" წარმომადგენლობის დირექტორი: "დღეს იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა, ვიყავით სატელევიზიო ანძაზე, ფაქტობრივად ღრუბლებში და ვსაუბრობდით ღრუბლებზე - თანამედროვე ტექნოლოგიებზე და ჩავერთეთ დისკუსიაში მეოთხე ტექნოლოგიურ რევოლუციაზე. ზოგადად, მისასალმებელია მაქროსოფთის ინიციატივა, რომ გადაწყვიტა ამ ფორმით მოსულიყო ჩვენემდე - იმ ადამიანებამდე, რომლებიც ინფორმაციული ტექნოლოგიების   სფეროში მოღვაწეობს,  უშუალოდ გაგვაცნო ახალი ტექნოლოგია და სურს, ჩვენთან ერთად განიხილოს ახალი სტანდარტები,  ასევე საინტერესო ფორმატსა და გარემოში მოგვაწოდოს ეს სასარგებლო ინფორმაცია".

ნიკოლოზ დობორჯგინიძე, "მაიქროსოფთ საქართველოს" გენერალური დირექტორი: „დღეს გადავწყვიტეთ, ვყოფილიყავით ღრუბლებთან ძალიან ახლოს. ვესტუმრეთ სატელევიზიო ანძას და  ქართველ ექსპერტებსა და  ინფორმაციული ტექნოლოგიების  სპეციალისტებთან ერთად ვისაუბრეთ ქლაუდ ტექნოლოგიებზე. ეს არის დღესდღეობით,  ყველაზე სწრაფად განვითარებადი  ბიზნესი და მიმართულება. ვისაუბრეთ "ქლაუდის" უპირატესობებსა და შესაძლებლობებზე, ბიზნესის ციფრული ტრანსფორმირებასა და  მის ღირებულებებზე, ციფრული პლატფორმის გამოყენების აუცილებლობაზე, თუ როგორ დაეხმარება "მაიქროსოფთი" ბიზნესის სფეროებსა და ბიზნეს ორგანიზაციებს, მისი გამოყენებით  როგორ შეიძლება ბიზნესმა დაზოგოს თანხები და ოპერაციები გახადოს ბევრად უფრო ოპტიმიზირებული და ინოვაციური".

"ქლაუდი", ეს არის ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაციის და მაიქროსოფთის სტრატეგიისა და ზრდის "გული". ციფრული ტრანსფორმაცია სხვადასხვა სფეროს ორგანიზაციებს აძლევს ღირებულებების შექმნის საშუალებას. "Fortune 500"-ში შემავალ კომპანიებს 20 წელი დასჭირდათ იმისათვის, რომ შეექმნათ მილიონობით დოლარის ღირებულება, დღეს კი, ციფრულ "სტარტაპებს" ამისათვის 3-4, ხანდახან კი მხოლოდ 2 წელი სჭირდებათ. ამავდროულად, "გაციფრულება"-მ შესაძლოა, დიდი სარგებელი მოუტანოს საზოგადოებას და ხელი შეუწყოს გარემოს დაცვის მდგრადობას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ჩვენი ცხოვრების უსაფრთხოების დონის ამაღლებას.

"ქლაუდი"-ს ტექნოლოგიამ გააჩინა ისეთი შესაძლებლობა, რომელიც შესაძლოა ნამდვილად გარდამტეხი აღმოჩნდეს ბიზნესისათვის. "ქლაუდ" მომსახურების დანერგვა მთელს მსოფლიოში წარმოუდგენლად დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს. თითქმის ყველა ბიზნეს ორგანიზაციაში "ქლაუდი" ცვლის ადამიანების მუშაობის სტილს, ადგილს და ადამიანების მიერ ბიზნესის წარმოების წესს. "ქლაუდი"-ს წარმოქმნით, თანამედროვე IT კომპანიები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ბიზნესის სტრატეგიის დასახვაში. "ქლაუდი" არ არის არც "ერთი ზომა ერგება ყველას" და არც "ყველაფერი ან არაფერი" შეთავაზება. "Azure" გთავაზობთ ადვილად მორგებად "ქლაუდ"-ს, რომელიც არაჩვეულებრივია, როგორც GE Healthcare and NBC News მსგავსი, დიდი ზომის კომპანიებისთვის, ასევე „სტარტაპები“-სთვის.