მთავარი » ტექნოლოგია » ინოვაციების სააგენტო ახალ პროექტს - Startup Beats იწყებს
ინოვაციების სააგენტო ახალ პროექტს - Startup Beats იწყებს
13:13 | 23 მარტი, 2017

ინოვაციების სააგენტო ახალ პროექტს - Startup Beats იწყებს

23 მარტს,  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო იწყებს ახალ პროექტს -  Startup Beats-ს, რომლის მიზანია საქართველოში არსებულ სტარტაპებს შორის კომუნიკაციის დამყარება და გამოცდილების გაზიარება.

პირველი შეხვედრა, 23 მარტს 19 საათზე ტექნოპარკში გაიმართება. პროექტს გახსნიან პროგრამა "სტარტაპ საქართველოს" გამარჯვებული კომპანიების დამფუძნებლები:  ბაჩო ხაჩიძე, კომპანია Treepex-ის დამფუძნებელი და  შოთა გიორგობიანი, კო მპანია OptioAI-ის დამფუძნებელი.

აღნიშნულმა სტარტაპებმა, ასევე გამარჯვება მოიპოვეს საერთაშორისო კონკურსებზე: Mobile World Congress (ესპანეთი) და The Fincluders Startup Challenge (გერმანია).

შეხვედრაზე სპიკერები ისაუბრებენ, როგორც კონკურსებში მიღებულ გამოცდილებაზე, ისე სტარტაპის შექმნისა და განვითარების საკითხებზე.

ბაჩო ხაჩიძე - Treepex - ხის დარგვის ინოვაციური გადაწყვეტილება.  ახალი ტექნოლოგიების საშუალებით ვაკავშირებთ კომპანიებს და ინდივიდუალურ მომხმარებლებს, იმ ადგილობრივ მოსახლეობასთან, რომლებიც დაზიანებული ტყის მასივის მიმდებარედ ცხოვრობენ - მთელი მსოფლიოს მაშტაბით.

სპიკერი - შოთა გიორგობიანი - OptioAI. განსხვავებული ციფრული მობილური საფულე პირადი ფინანსების დაგეგმვისა და მართვისათვის, რომელიც ხელოვნური ინტელექტისა და ე.წ. "ჩათბოტების" საფუძველზე ასრულებს პირადი ასისტენტის როლს და ბუნებრივი ინტერაქციის წყალობით ამარტივებს ფინანსების მართვის პროცესს.