დასკვნითი ღონისძიება პროექტის "სამართლის ზამთრის სკოლა სტუდენტებისათვის"

დასკვნითი ღონისძიება პროექტის "სამართლის ზამთრის სკოლა სტუდენტებისათვის"

22 მარტს, 15:00 საათზე,  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (ჭავჭავაძის გამზ. #32, B კორპუსი B 202-ე აუდიტორია) გაიმართება  დასკვნითი ღონისძიება პროექტის „სამართლის ზამთრის  სკოლის სტუდენტებისათვის.“ პროექტი განხორციელდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა  საქალაქო სამსახურისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  სამართლის სკოლის მხარდაჭერით „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის“ მიერ.

პროექტის დასკვნით ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორია  გაეცნობა შემაჯამებელ პრეზენტაციას,  რომელშიც დეტალურად იქნება წარმოდგენილი ყველა ის აქტივობა, რომელიც განხორციელდა პროექტის „სამართლის ზამთრის სკოლა სტუდენტებისათვის“ ფარგლებში.

პროექტის მონაწილე ყველა სტუდენტს გადაეცემა სერტიფიკატი, წარმატებულებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა  საქალაქო სამსახურის წარმომადგენელი გადასცემს ქინდლებსა და სხვა საჩუქრებს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სახელით გადაეცემათ ასევე ფასიანი პრიზები.

პროექტის დასკვნით ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმართა შორის არიან: ქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა  საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი ირაკლი ფორჩხიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები პროექტის მიმდინარეობაში. პროექტის მონაწილე სტუდენტები, ,,საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის” წარმომადგენლები. 

რუსთაველზე, "სოლიდარობის აქციის" დროს დაკავებულები, დღეს მთავარ პროკურატურასთან იმყოფებოდნენ

რუსთაველზე, "სოლიდარობის აქციის" დროს დაკავებულები, დღეს მთავარ პროკურატურასთან იმყოფებოდნენ

17 ივნისი, 2018

11 ივნისს, ერთ-ერთმა დაკავებულმა, გიორგი ხაბურზანიამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა: "მივმართავ შსს-ს გენერალურ ინსპექციას, პროკურატურას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და ყველა უფლებამოსილ...