ფრანგი სპეციალისტები საქართველოში მესაქონლეობის დარგით დაინტერესდნენ

ფრანგი სპეციალისტები საქართველოში მესაქონლეობის დარგით დაინტერესდნენ

საფრანგეთის ეკონომიკის სამინისტროს პროექტის "კერძო სექტორის გაუმჯობესება" ფარგლებში, საქართველოში სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის მეცხოველეობის ინსტიტუტის წარმომადგენლები იმყოფებიან.

ფრანგ სპეციალისტებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე ნოდარ ხატიაშვილი და ცენტრის მეცხოველეობის, ვეტერინარიისა და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტის წარმომადგენლები შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გენეტიკური, რეპროდუქციული და ხელოვნური განაყოფიერების საკითხები განიხილეს.

საუბარი შეეხო საქართველოს მესაქონლეობაში არსებულ მდგომარეობას, ასევე სახელმწიფოს მხრიდან დარგის განვითარებისთვის განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებს. ფრანგულმა მხარემ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან ერთად მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ქართული ჯიშების გაუმჯობესების საკითხებში თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთს ჯიშთა გაუმჯობესების მიმართულებით დიდი გამოცდილება აქვს.

საფრანგეთის ეკონომიკის სამინისტროს პროექტი "კერძო სექტორის გაუმჯობესება" სამ ეტაპად იყოფა. პირველი ეტაპი შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან შეხვედრებს გულისხმობს; მეორე, რომელიც აპრილში განხორციელდება, ადგილობრივი ფერმერების ბაზების დათვალიერებას, ტექნიკისა და ტექნოლოგიების გაცნობას, ხოლო მესამე ეტაპი, რომელიც სექტემბერშია დაგეგმილი, საფრანგეთის მეცხოველეობის ინტიტუტის წარმომადგენლების მიერ საქართველოს ბაზრის შესწავლსა და ეკონომიკური ანალიზის მოამზადებას ითვალისწინებს.

აღნიშნული ანალიზის გათვალისწინებით, საქართველოში, ინვესტორებთან ერთად, ორი საპილოტე ფერმის მოწყობა იგეგმება.

ქალაქ ხონის რამდენიმე ქუჩას 21 სექტემბერს გაზმომარაგება შეუწყდება

ქალაქ ხონის რამდენიმე ქუჩას 21 სექტემბერს გაზმომარაგება შეუწყდება

1 საათის წინ

მიმდინარე წლის 21 სექტემბრის დილის 11:00 საათიდან საღამოს 17:00 საათამდე ქალაქ ხონში კერძოდ, აღმაშენებელს, გურამიშვილს, კაკაბაძეს, ხობუას, ტიციან ტაბიძეს, ჭანტურიას, ახალშენს, დედალაურსა და პატარა კუხს გაზმომარაგება შეუწყდება. ამის შესახებ...