ხარაგაულში ფერმერებს თხილის დაავადებების წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებები გააცნეს

ხარაგაულში ფერმერებს თხილის დაავადებების წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებები გააცნეს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მრავალწლოვანი კულტურების კვლევისა და სარგავი მასალების წარმოების დეპარტამენტის, ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის სამსახურის და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ ფერმერებთან შეხვედრები გამართეს.

ფერმერებს ტრენინგი ჩაუტარდათ თხილის ბაღების გაშენების, მათი მოვლა-მოყვანის, ასევე, თხილის კულტურისათვის აუცილებელი საკვები ელემენტების, სასუქებისა და მათი გამოყენების წესების შესახებ. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლებმა ფერმერებს თხილის ბაღებში გავრცელებული ძირითადი მავნებელ-დაავადებების, დაზიანების ფორმების, სიმპტომების, მათი მავნეობისა და მათ წინააღმდეგ ქიმიური და ბიოლოგიური ბრძოლის ღონისძიებების ჩატარების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, ექსტენციის პროქტის ფარგლებში, უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს ფერმერების ინფორმირება-გადამზადებას. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით 1200-მდე ფერმერი გადამზადდა.

გიორგი გახარია საუდის არაბეთის კომერციისა და ინვესტიციების მინისტრს შეხვდა

გიორგი გახარია საუდის არაბეთის კომერციისა და ინვესტიციების მინისტრს შეხვდა

20 იანვარი, 2017

დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ოფიციალურ პირებთან შეხვედრებს განაგრძობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო...