დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის კვირეული "ჩემი ხმა საზოგადოებაში" CSR კლუბიდან დაიწყო

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის კვირეული "ჩემი ხმა საზოგადოებაში" CSR კლუბიდან დაიწყო

15 მარტს "კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის" წევრებთან შეხვედრით, გაიხსნა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის კვირეული საქართველოში, რომლის წლევანდელი მთავარი მესიჯია "ჩემი ხმა საზოგადოებაში". ღონისძიებაზე, რომელსაც კლუბის წევრი ბიზნესკომპანიებისა და ასოციაციის წარმომადგენლები დაესწრნენ, კვირეულის ორგანიზატორებმა გააცნეს დამსწრეებს ორგანიზაციის ისტორია, მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობები და განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები 

შეხვედრის ბოლოს მოეწყო ჭრელი წინდებით ფოტოების გადაღება სოციალურ ქსელებში მათი გავრცელების მიზნით.

კავშირი "ჩვენი ბავშვები" და "საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია" წელს მეექვსედ აღნიშნავს მსოფლიო დაუნის სინდრომის დღეს საქართველოში. 2017  წლის მესიჯიდან გამომდინარე, კამპანიის მოქმედი პირები იქნებიან თავად დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები, რომლებიც ისაუბრებენ საკუთარი უფლებების შესახებ. კვირეულის ძირითადი მიზანი კი საზოგადოებაში დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა  სრულუფლებიან მოქალაქეებად დამკვიდრების ხელშეწყობაა.

ჯიპიაის "მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი" და სპეციალური შეთავაზება ღვინის მარნებს

ჯიპიაის "მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი" და სპეციალური შეთავაზება ღვინის მარნებს

21 ივნისი, 2018

"ჯიპიაი ჰოლდინგმა" მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კიდევ ერთი სოციალური პროექტი დაიწყო - "მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი", რომელიც გასული წლის "მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშწყობის პროგრამის"...