გახარია: Check in Georgia-ს ფარგლებში პრომოუტერებს მიმზიდველ და ოპტიმალურ პირობებს შევთავაზებთ

გახარია: Check in Georgia-ს ფარგლებში პრომოუტერებს მიმზიდველ და ოპტიმალურ პირობებს შევთავაზებთ

"Check in Georgia-ს ბიუჯეტი, შარშანდელთან შედარებით, იქნება ბევრად ნაკლები, მაგრამ ეს შემცირება მოხდება არა იმიტომ, რომ ღონისძიებებს შევამცირებთ, არამედ იმიტომ, რომ ეს ღონისძიებები გავხადოთ ბევრად უფრო ეფექტური", - ამის შესახებ გიორგი გახარიამ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, "აეროსმიტის" კონცერტის შემდეგ გამოცხადდება ტენდერები ძალიან მიმზიდველი და ოპტიმალური პირობებით, სადაც მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ექნებათ როგორც ქართველ, ისე უცხოელ პრომოუტერებს და სხვადასხვა სააგენტოებს. „აქედან გამომდინარე, კონცერტების ზუსტი გრაფიკი ამ დროისთვის არ არსებობს, თუმცა, სულ მალე იქნება და დარწმუნებული ვარ, გაკვირვებულნი იქნებით, რამდენად ეფექტურად იქნება ეს რესურსი გამოყენებული", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

როგორც გახარიამ განაცხადა, მსგავსი ღონისძიებების მოწყობაში მოხდება სახელმწიფოს არა 100 პროცენტით მონაწილეობა, არამედ თანამონაწილეობა.

"ჩვენ გვქონდა რამდენიმე შეხვედრა დარგის წარმომადგენლებთან და იმ ადამიანებთან, რომლებსაც ეხებათ ეს მიმართულება. კერძო სექტორის ჩართულობა იქნება ძალიან აქტიური. "აეროსმიტის" კონცერტი იქნება ბოლო, სადაც სახელმწიფოს სრული მონაწილეობა იყო", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გდანსკის მიმართულებით რეგულარული ავიამიმოსვლა იწყება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გდანსკის მიმართულებით რეგულარული ავიამიმოსვლა იწყება

15 საათის წინ

2019 წლის 2 აპრილს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გდანსკის მიმართულებით რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყება. საპორტო ქალაქი გდანსკი იქნება რიგით მეოთხე მიმართულება, სადაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პოლონეთის მიმართულებით და...