მთავარი » ეკონომიკა » "სიგმა ტექონოლოჯის & სოლოუშენს" ინოვაციური პროდუქტ "ვესტუსის" პრეზენტაციას გამართავს
"სიგმა ტექონოლოჯის & სოლოუშენს" ინოვაციური პროდუქტ "ვესტუსის" პრეზენტაციას გამართავს
12:33 | 14 მარტი, 2017

"სიგმა ტექონოლოჯის & სოლოუშენს" ინოვაციური პროდუქტ "ვესტუსის" პრეზენტაციას გამართავს

14 მარტს, 19:30 საათზე, სასტუმრო „რუმსი თბილისში“ (მის: მ.კოსტავას 14, დარბაზი „Garden Hall”) კომპანია „სიგმა ტექნოლოჯის & სოლუშენს“ ინოვაციური პროდუქტის „ვესტუსის“ პრეზენტაციას გამართავს. 

ღონისძიებაზე, სადაც კომპანიის წარმომადგენლები სტუმრებს პროდუქტის მნიშვნელობას, უნიკალურობასა და გამოყენების სიმარტივეს გააცნობენ, მოწვეული არიან  სამინისტროების, თბილისის მერიის, დიპლომატიური კორპუსისა და საქართველოში მოქმედი სავაჭრო პალატების, საბანკო სფეროს და სამშენებლო და სარემონტო კომპანიების წარმომადგენლები, ექსპერტები და სხვა დაინტერესებული პირები. ღონისძიებას ასევე ისაუბრებენ „ვესტუსის“ გამოყენების აუცილებლობაზე, კერძოდ ფასადების, ნაგებობების დაცულობის თვალსაზრისით,  მშენებლობაში, სხვადასხვა აგრეგატებისა  და მილსადენების მონტაჟისას. პრეზენტაციას დაასრულებს ნინო ქათამაძის და დამწყები მომღერლის საშა ფრიდის წარმოდგენა.

„ვესტუსი“ ნანო ტექნოლოგიით დამზადებული თერმო, ჰიდრო და ანტიკოროზიული ინოვაციური პროდუქტია. კომპანია აღნიშნულ მასალას აწარმოებს საქართველოში და  ასევე სარგებლოს ექსპორტის ექსკლუზიური უფლებით მეზობელ ქვეყნებში. რაც შეეხება პროდუქტს, ის შექმნილია სპეციალური ფორმულით  და მისი ინოვაციურობის საიდუმლოც სწორედ ამაშია. მნივშენლოვანია, რომ თერმოიზოლაციის ზედაპირი და შემადგენლობა სხვადასხვაა. ეს არის  ნანო ტექნოლოგია - დამზადებული მცირე ზომის მიკროსფეროები, რომლებიც სხვადასხვა მასალისაა, მათ შორის,   მინის, კერამიკის ალუმინის და ა.შ, რომელიც სტაბილიზოტერებთან ერევა და წელვადობისა და ელასტიურობის შესაძლებლობას იძლევა. ის ერთი შეხედვით საღებავია, თუმცა პიგმენტაციის წყალობთ, ის შესაძლოა იყოს ბოლო შრე - ჰიდროიზოლატორიც. პროდუქტის უპირატესობას მისი სიმარტივე განაპირობებს, რომელიც შენობისა თუ ნაგებობის შენახვის მინიმუმ 16-წლიან გარანტიას იძლევა. პირველად „ვესტუსი“ ამერიკელებმა მთვარეზე, სპეციალური აპარატის დასაფარად გამოიყენეს. დღესაც აღნიშნული პროდქუტით ფარავენ კოსმოსურ აპარატებს. ის სქელია, თუმცა ამავე დროს მსუბუქიც.