თბილისში კავკასიის საერთაშორისო რძის კონგრესი ჩატარდება

თბილისში კავკასიის საერთაშორისო რძის კონგრესი ჩატარდება

14 მარტს,  სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიაში" კავკასიის საერთაშორისო რძის კონგრესი ჩატარდება. 9:00-ზე კონფერენციას გახსნის საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი - ბატონი ლევან დავითაშვილი.

პრეს კონფერენცია კი ჩატარდება 14 მარტს, 11:00 საათზე, შეხვედრების ოთახი #6, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში. პრესკონფერენცია ჩატარდება თემაზე:  საქართველოს რძის სექტორის განვითარება 

მონაწილეები:

ნოდარ კერესელიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე 

ვიქტორია ზინჩუკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) აგრობიზნესის მრჩეველთა განყოფილების უფროსი

ანდრეი დიკუნი, უკრაინის აგრარული საბჭოს თავმჯდომარე 

წამყვანი: ანდრეი იარმაკ, ეკონომისტი, UN FAO.

კავკასიის საერთაშორისო რძის კონგრესი წარმოადგენს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ერთობლივი ინიციატივას, რომელიც ხორციელდება „სურსათის უვნებლობის გაუმჯობესება საქართველოს რძის სექტორში ცოდნის გადაცემის გზით“ პროექტის ფარგლებში. აღნიშნული პროექტის მთავარი კომპონენტია  რძის სექტორში დასაქმებული ქართველი ფერმერებისთვის სწავლება და ცოდნის გადაცემა. კონგრესზე განსაკუთრებული  ყურადღება იქნება გამახვილებული რძის ბიზნესის გლობალურ ტენდენციებზე, უახლოეს ტექნოლოგიებზე და საბაზრო ინფორმაციის ინსტრუმენტებზე.

ღონისძიება ორგანიზებულია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს  250 მონაწილე, მათ შორის მერძევე კომერციული ფერმერები, გადამამუშავებელი საწარმოების წარმომადგენელები საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან და სხვა აღმოსავლეთ ევროპის და შუა აზიის ქვეყნებიდან, პოტენციური ინვესტორები, საერთაშორისო ორგანიზაციების და  ხელისუფლების წარმომადგენლები.

საქართველოს გააჩნია მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, რძის წარმოებისთვის იდეალური აგრო-კლიმატური პირობები და მაღალი საბაზრო მოთხოვნა რძის პროდუქტებზე, რაც ამ სექტორს მიმზიდველს ხდის  ინვესტორებისთვის. 

ღონისძიების მსვლელობისას, მონაწილეებს საშუალება ექნებათ  გაეცნონ თანამედროვე ტექნოლოგიურ და ბიზნეს მიდგომებს მერძეული მესაქონლეობის სფეროში და პრაქტიკულ მაგალითებს   რეგიონის რძის მწარმოებელთა და ფერმერული ორგანიზაციების გამოცდილებაზე დაყრდნობით. ღონისძიების ფარგლებში თავიანთი წარმატების საიდუმლოებაზე ისაუბრებენ  საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინისა და სხვა ქვეყნების რძის ფერმების მმართველი პირები და სპეციალისტები. ზოგიერთმა მათგანმა უკვე მიაღწია წელიწადში 10 ათას ლიტრზე მეტ წლიურ მწარმოებლურობას ერთ სულ ძროხაზე, რისი; მიღწევა საქართველოს პირობებშიც ასევე სრულიად შესაძლებელია.

კამპანიის "ძალა ევროპაშია" პირველი ევროტური კახეთში დასრულდა

კამპანიის "ძალა ევროპაშია" პირველი ევროტური კახეთში დასრულდა

8 საათის წინ

კოალიციის "ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის" და "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" წარმომადგენლები კამპანიის "ძალა ევროპაშია" მხარდამჭერებთან და საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებთან ერთად კახეთის რეგიონს ესტუმრნენ.  ტურის...