Reuters: OPEC-ი ნავთობის მოპოვების შემცირების შესახებ შეთანხმების გაგრძელებაზე უარს იტყვის

Reuters: OPEC-ი ნავთობის მოპოვების შემცირების შესახებ შეთანხმების გაგრძელებაზე უარს იტყვის

OPEC-ი (ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია) ნავთობის მოპოვების შესახებ შეთანხმებას აღარ გააგრძელებს. აღნიშნულის შესახებ Reuters-ი წერს.

საუდის არაბეთის მაღალჩინოსნებმა ამერიკელ მეწარმეებთან დახურულ შეხვედრა გამართეს, რათა ბაზარზე არსებული სიტუაციის შესახებ თავიანთი მოსაზრებები ერთმანეთისთვის გაეცნოთ.

ერთ-ერთმა მრჩეველმა (საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა ჰალიდ ალ-ფალიჰმა) განაცხადა, რომ აშშ-ში ფიქალი ნავთობის მოპოვება OPEC-ს დარტყმას არ მიაყენებს. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ არცერთი მეწარმე ავტომატურად არ უნდა დაეყრდნოს იმას, რომ OPEC-ი ნავთობის მოპოვების შემცირების შესახებ პაქტს გაახანგრძლივებს.

აშშ-ის ხელისუფლების მოლოდინია, რომ 2017 წელს ქვეყანაში ნავთობის მოპოვება დღეში 330 ათას ბარელამდე გაიზრდება, ძირითად ფიქალი ნავთობი იგულისხმება. ამასთან, ზოგიერთი ანალიტიკოსი და მწარმოებელი ნავთობის მოპოვების ზრდის გაორმაგებას პროგნოზირებს.

9 მარტს ბრენტის მარკის ნავთობზე ფასი 52 აშშ დოლარზე ქვემოთ ჩამოვიდა, რაც 2016 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად მოხდა. ფასის დაცემას აშშ-ში ნავთობის რეზერვის ზრდას უკავშირებენ.

OPEC-ის მომდევნო სხდომა ვენაში 25 მაისს გაიმართება. შეხვედრაზე მეწარმეები ნავთობის მოპოვების შემცირების შესახებ შეთანხმების გახანგრძლივების შესაძლებლობას განიხილავენ.

1-ლი იანვრიდან OPEC-ი და კიდევ რამდენიმე სახელმწიფო ნახევარი წლის ვადით ნავთობის მოპოვების შემცირების შესახებ შეთანხმდა.

საბერძნეთი უცხოური კრედიტორების მმართველობიდან გამოვიდა

საბერძნეთი უცხოური კრედიტორების მმართველობიდან გამოვიდა

1 საათის წინ

ევროპულმა სტაბილიზაციის მექანიზმმა (ESM) საბერძნეთისთვის მაკროფინანსური დახმარების მესამე პროგრამის წარმატებით დასრულებისა და ქვეყნის უცხოური კრედიტორების მმართველობისგან გამოსვლის შესახებ განაცხადა. როგორც გავრცელებულ დოკუმენტშია...