მთავარი » ტექნოლოგია » Viber-ში თვითგანადგურებადი ჩათები და სქრინშოთების ბლოკირების ფუნქცია გამოჩნდა
Viber-ში თვითგანადგურებადი ჩათები და სქრინშოთების ბლოკირების ფუნქცია გამოჩნდა
10:46 | 11 მარტი, 2017

Viber-ში თვითგანადგურებადი ჩათები და სქრინშოთების ბლოკირების ფუნქცია გამოჩნდა

Viber-მა ჯგუფურ ჩათებში კონფიდენციალური კომუნიკაციის ფუნქცია დაამატა. მომხმარებლებს საიდუმლო ჩათების შექმნა შეეძლებათ, რომლებიც მითითებული დროის შემდეგ თავისით წაიშლება.

აქამდე თვითგანადგურების მრიცხველი მხოლოდ ცალკე შეტყობინებებისთვის იყო ხელმისაწვდომი - ეს ფუნქცია Viber-ში იანვარში გამოჩნდა.

შემცველი შეტყობინებების კოპირების თავიდან ასარიდებლად, ანდროიდის პლატფორმისთვის ე.წ სქრინშოთის ფუნქცია დაბლოკილი იქნება, ხოლო რაც შეეხება iOS-ის მომხმარებლებს, საიდუმლო ჩათის სქრინშოთის გაკეთების შემთხვევაში, მის წევრებს ამის შესახებ შეტყობინება მიუვათ, რომ ვიღაცამ ჩათი დაასქრინშოთა.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით, Viber-ს 800 მილიონი ადამიანი მოიხმარს.

თვითგანადგურებადი შეტყობინებები და სქრინშოთის ბლოკირება მას მერე გახდა პოპულარული, რაც მესინჯერი Snapchat-ი გამოჩნდა.