ინოვაციების სააგენტო ზუგდიდის ტექნოპარკში მოსახლეობისთვის ინოვაციების  დღეებს ჩაატარებს

ინოვაციების სააგენტო ზუგდიდის ტექნოპარკში მოსახლეობისთვის ინოვაციების დღეებს ჩაატარებს

ზუგდიდის ტექნოპარკში,  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ინოვაციების დღეებს ჩაატარებს.

ინოვაციების სააგენტო სტარტაპებსა და პოტენციურ სტარტაპებს გააცნობს სახელმწიფოს ხედვას ინოვაციების განვითარების კუთხით. წარუდგენს საკუთარ პროგრამებს, პროექტებს და სერვისებს. წარმატებული სტარტაპები და მეწარმეები ჩაატარებენ ტრენინგს და თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ დამსწრე საზოგადოებას.

ორდღიან ღონისძიებაზე მონაწილეობას ინოვაციების სააგენტოსთან ერთად, მეწარმეობის განვითარების სააგენტო, ტურიზმის ეროვნული სააგენტო, სს ,,საპარტნიორო ფონდი’’ და  სსიპ ,,ბავშვთა და  ახალგაზრდობის განვითარების ფონდი’’ იღებენ.  თითოეული სტრუქტურა დამსწრე საზოგადოებას საკუთარი პროექტებისა და სერვისების შესახებ უამბობს.

ღონისძიების ბოლოს, ინოვაციების სააგენტო 10 მუნიციპალიტეტთან  მემორანდუმს გააფორმებს, მემორანდუმის ფარგლებში მხარეები შეთანხმდებიან სამომავლო თანამშრომლობაზე და  რეგიონში ინოვაციების ხელშემწყობი პროექტების განხორციელებაზე.

ინოვაციების დღეების დასკვნით ეტაპზე, 12 მარტს, USAID G4G-ის გრანტის ფარგლებში „ელვა“, „ჯეოლაბის“ დახმარებით, გამართავს კრეატიული იდეების მარათონს (მეიქათონი), სადაც ახალგაზრდებს  საშუალება ექნებათ იმუშაონ ტექნოლოგიური პროექტების იდეებზე და კონცეფციებზე. 

The Wall Street Journal: Google შესაძლოა, ტრამპის საიმიგრაციო განკარგულებას წინააღმდეგობას უწევდეს

The Wall Street Journal: Google შესაძლოა, ტრამპის საიმიგრაციო განკარგულებას წინააღმდეგობას უწევდეს

21 სექტემბერი, 2018

Google-ის თანამშრომლები საძიებო სისტემის ისე შემუშავების საკითხებს განიხილავენ, რომ წინააღმდეგობა გაუწიონ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საიმიგრაციო განკარგულებას. ამის შესახებ The Wall Street Journal წერს. როგორც გამოცემის წყარო იუწყება, "ვიცი, რომ ეს...