ინოვაციების სააგენტოსა და საქართველოს უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ინოვაციების სააგენტოსა და საქართველოს უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და საქართველოს უნივერსიტეტს(UG) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანია საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში ინოვაციური გარემოს განვითარება და  უნივერსიტეტებში ინოვაციური სტარტაპების გენერირების პროცესის ხელშეწყობა.

ასევე სააგენტო, "40000 IT სეციალისტის მოსამზადებელი პროგრამის" ფარგლებში, ჩაატარებს ტრენინგებს IT მიმართულებით.

მემორანდუმის ფარგლებში, სტუდენტებში ინოვაციური ბიზნეს იდეების აღმოჩენისა და მათი სტარტაპ კომპანიებად განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მიმდინარეობს   პრე-აქსელერატორის პროგრამა. პრე-აქსელერატორი სტუდენტებს უზრუნველყოფს ბიზნეს ტრენინგების, მენტორშიპისა და სემინარების ინტენსიური, მოკლევადიანი კურსით. ასევე, ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის ბაზაზე ინოვაციური სტუდენტური ბიზნეს ინიციატივების აღმოჩენას, განვითარებას და ზრდის ხელშეწყობის მიზნით, დამატებით რესურსებთან დაკავშირებას.

"სილქნეტი" გამოთქვამს სრულ მზადყოფნას ჩაერთოს 2023 წლის სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის მზადების პროცესში

"სილქნეტი" გამოთქვამს სრულ მზადყოფნას ჩაერთოს 2023 წლის სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის მზადების პროცესში

18 მაისი, 2018

სილქნეტი - საქართველოს სამთო-სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორი მოხარულია გაცნობოთ, რომ 2023 წელს მსოფლიო სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს. 17 მაისს საბერძნეთში, საერთაშორისო...