დიდი ბრიტანეთი 2017 წელს ქვეყნის ეკონომიკის 2%-იან ზრდას ელოდება

დიდი ბრიტანეთი 2017 წელს ქვეყნის ეკონომიკის 2%-იან ზრდას ელოდება

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების მოლოდინი 2017 წლისთვის ქვეყნის ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებით შეიცვალა. მათი მოლოდინით, წელს ქვეყნის ეკონომიკის მაჩვენებელი უნდა გაიზარდოს. აღნიშნულის შესახებ Reuters-ი წერს.

2017 წელს ქვეყნის საბიუჯეტო პასუხისმგებლობის ბიურო მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-იან ზრდას ელის - ნოემბერში კი მაჩვენებელი 1,4%-ით უნდა გაიზარდოს.

2018 წლისთვის მაჩვენებლის 1,6%-იან ზრდას ელოდებიან, 2019 წელს - 1,7%-იანს, ხოლო 2020 წლისთვის - 1,9%-იანს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, Brexit-თან დაკავშირებით მოსალოდნელია ქვეყნის ეკონომიკის ზრდის შეფერხება. თუმცა, მომხმარებლები აქტიურად განაგრძობენ რესურსების ხარჯვას, რაც ბრიტანეთის ეკონომიკის ზრდას უწყობს ხელს.

აქამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირიდან გამოსვლის (Brexit) შემდეგ, ევროკავშირს შესაძლოა არ გადაუხადოს 60 მილიარდი ევრო.

გერმანია, ტრამპის პოზიციების გამო, "ჩრდილოეთ დინება-2"-ის გაზსადენის მშენებლობაზე უარს არ იტყვის

გერმანია, ტრამპის პოზიციების გამო, "ჩრდილოეთ დინება-2"-ის გაზსადენის მშენებლობაზე უარს არ იტყვის

18 აგვისტო, 2018

აშშ-ის პოზიციების გამო, გერმანია უარს არ იტყვის რუსეთთან შეთანხმებაზე ენერგეტიკულ სფეროში, რომელიც გაზსადენ "ჩრდილოეთ დინება-2"-ის მშენებლობას ეხება. ამის შესახებ ქვეყნის სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავჯდომარე ანდრეა ნალესი Funke-თან...