US News & World Report-ის რეიტინგის მიხედვით, მსოფლიოს საუკეთესო ქვეყანა შვეიცარიაა

US News & World Report-ის რეიტინგის მიხედვით, მსოფლიოს საუკეთესო ქვეყანა შვეიცარიაა

ამერიკული ჟურნალი US News & World Report-ი მსოფლიოს საუკეთესო ქვეყნების რეიტინგს აქვეყნებს.

ქვეყნები ცხრა კრიტერიუმით შეფასდა, რომელთა შორისაა ტურისტული ინდუსტრიისა და სოციალური სფეროების განვითარება, ეკონომიკის ზრდის ტემპები, მოსახლეობის ცხოვრების დონე და გავლენა მსოფლიო არენაზე.

აღნიშნულ რეიტინგში სულ 80 ქვეყანაა, გასულ წელს კი მათი რაოდენობა ამავე რეიტინგში 60-ს შეადგენდა. პირველ ადგილს შვეიცარია იკავებს. მეორეზე კანადაა. მესამე ადგილზე დიდი ბრიტანეთი გავიდა, ხოლო მას მოსდევს გერმანია და იაპონია. რეიტინგის მეექვსე ადგილი დაიკავა შვედეთმა, ხოლო აშშ ამ სიაში მხოლოდ მეშვიდე ადგილზეა. რეიტინგში არ მოხვდა საქართველო. რეიტინგის ბოლო ადგილები კი ალჟირმა, ირანმა და სერბიამ დაიკავა.

რეიტინგის შემქმნელები ხაზგასმით აღნიშნავენ აშშ-ის დაქვეითებას საერთო მაჩვენებლით და წერენ, რომ მსოფლიო კრიზისს განიცდის და ლიდერების ახალ თაობას საჭიროებს.

გერმანია, ტრამპის პოზიციების გამო, "ჩრდილოეთ დინება-2"-ის გაზსადენის მშენებლობაზე უარს არ იტყვის

გერმანია, ტრამპის პოზიციების გამო, "ჩრდილოეთ დინება-2"-ის გაზსადენის მშენებლობაზე უარს არ იტყვის

18 აგვისტო, 2018

აშშ-ის პოზიციების გამო, გერმანია უარს არ იტყვის რუსეთთან შეთანხმებაზე ენერგეტიკულ სფეროში, რომელიც გაზსადენ "ჩრდილოეთ დინება-2"-ის მშენებლობას ეხება. ამის შესახებ ქვეყნის სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავჯდომარე ანდრეა ნალესი Funke-თან...