2016 წლის მონაცემებით, რუსეთი უკრაინის ეკონომიკის მთავარი ინვესტორია

2016 წლის მონაცემებით, რუსეთი უკრაინის ეკონომიკის მთავარი ინვესტორია

უკრაინის ეკონომიკაში, 2016 წლის მონაცემებით, რუსულმა პირდაპირმა ინვესტიციებმა 1,667 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ქვეყანაში (უკრაინაში) განხორციელებული პირდაპირი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის მესამედზე მეტია (მთლიანი მოცულობა 4,4 მილიარდ აშშ დოლარადაა შეფასებული). შესაბამისს მონაცემებს უკრაინის სტატისტიკის სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

ამგვარად, 2015 წელთან შედარებით, უკრაინის ეკონომიკაში განხორციელებული რუსული ინვესტიციები დაახლოებით 2,5-ჯერ გაიზარდა. 2015 წელს რუსულმა ინვესტიციებმა უკრაინაში 676 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

ინვესტორი ქვეყნების რეიტინგის მეორე ადგილს კვიპროსი იკავებს. კვიპროსიდან უკრაინის ეკონომიკაში 427 მილიონი აშშ დოლარი ჩაიდო. უმსხვილესი ინვესტორების წყალობით, როგორებიცაა კვიპროსი, დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები და ავსტრია, ევროკავშირის ყველა ქვეყანამ ერთად, 2016 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 45% პროცენტი უზრუნველყო.

სტუდენტებისთვის საუკეთესო ქალაქების რეიტინგში პირველი ადგილი ლონდონმა დაიკავა

სტუდენტებისთვის საუკეთესო ქალაქების რეიტინგში პირველი ადგილი ლონდონმა დაიკავა

10 მაისი, 2018

რეიტინგის შედგენისას ანალიტიკოსებმა გაითვალისწინეს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ქალაქში მსოფლიოში მოწინავე სასწავლებლების რაოდენობა, სტუდენტების საერთო რაოდენობაში უცხოელთა წილი, ტოლერანტობა, ქალაქში მუზეუმების რაოდენობა, ქალაქის...