სემეკმა "სოკარ ჯორჯია გაზისა" და სს "საქორგგაზის" ტარიფების დადგენაზე ადმინისტრაციული წარმოებები დაიწყო

სემეკმა "სოკარ ჯორჯია გაზისა" და სს "საქორგგაზის" ტარიფების დადგენაზე ადმინისტრაციული წარმოებები დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) პირველი მარტის საჯარო სხდომაზე დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების დადგენის მიზნით. კომისიაში წინადადებების წარმოდგენის ვადად განისაზღვრა მიმდინარე წლის 31 მარტი, ხოლო გადაწყვეტილებების მიღების ბოლო ვადად - მიმდინარე წლის 20 ივლისი.

მიმდინარე წლის 31 მარტის 18:00 საათამდე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა კომისიაში წარადგინოს მოსაზრებები შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების დადგენასთან დაკავშირებით. დაინტერესებული პირი უფლებამოსილია მოსაზრებების წარდგენისას არ მიუთითოს თავისი ვინაობა.

დეველოპერ კომპანიებთან შეხვედრაში სემეკის წევრმა მაია მელიქიძემ მონაწილეობა მიიღო

დეველოპერ კომპანიებთან შეხვედრაში სემეკის წევრმა მაია მელიქიძემ მონაწილეობა მიიღო

12 საათის წინ

ბუნებრივი გაზის ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საკითხებთან დაკავშირებით შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისის" ორგანიზებით დეველოპერ კომპანიებთან შეხვედრა გაიმართა. ტექნოპარკში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ სემეკის წევრი მაია მელიქიძე...