"საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი" წელს ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამაზე სტუდენტებს მიიღებს

"საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი" წელს ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამაზე სტუდენტებს მიიღებს

"საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი" წელს პირველად აცხადებს მიღებას, ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე. პროგრამის მიზანია, მოამზადოს ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე პროფესიონალი და კონკურენტუნარიანი სპეციალისტები ადგილობრივი და საერთაშორისო მასშტაბით.

სტუდენტები, დაუფლებიან დარგის ფართო ცოდნას და ისეთ მნიშვნელოვან უნარებს, როგორიცაა: მიზნის ჩამოყალიბება და გადაწყვეტილებების მიღება, სტრატეგიული ხედვა, გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობა, ლოგიკური აზროვნება, ეთიკის, სოციალური პასუხისმგებლობისა და სამართლებრივი ნორმების დაცვა.

"საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის" ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის (BBA) კურსდამთავრებულებს შეეძლებათ დაიკავონ კერძო და საჯარო სექტორში ქვედა და საშუალო დონის მენეჯერული პოზიციები: მარკეტინგის, მენეჯმენტის და ფინანსების მიმართულებით. ასევე ჩაერთონ სამეწარმეო საქმიანობაში და თავად უხელმძღვანელონ სხვადასხვა ინდუსტრიაში მიკრო და მცირე ბიზნესს.

"საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი" ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე (BBA) წელს 60 სტუდენტს მიიღებს. აღნიშნული პროგრამა 4 წლიანია და სტუდენტებს არაერთ უპირატესობას სთავაზობს, მათ შორის, მნიშვნელოვანია სწავლის დაფინანსების სქემა. მიღებული სტუდენტების 10%-ი მიიღებს 100%-იან დაფინანსებას, რაც ნიშნავს, იმას, რომ სრულიად უფასოდ ისწავლის. სტუდენტთა, 20%-ი მიიღებს 50%-იან დაფინანსებას, გადაიხდის სწავლის საფასურის ნახევარს.

ყველა სტუდენტი კი ისარგებლებს სწავლის საფასურის გადახდის მოქნილი და მათზე მორგებული გრაფიკით. დაფინანსება განისაზღვრება რეიტინგით. რეიტინგი თავდაპირველად ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე დგინდება, ხოლო შემდგომში ყოველი სემესტრის ბოლოს სტუდენტთა აკადემიური მოსწრების (ნიშნების) საფუძველზე.

აბიტურიენტებისთვის სწავლა განაგრძოს „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის“ ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე (BBA) ნიშნავს მიიღოს: ხარისხიანი განათლება, სწავლის დაფინანსების რეალური შესაძლებლობები და პრაქტიკული გამოცდილება. სწავლის პროცესი, ყველა სტუდენტისადმი ინდივიდუალური მიდგომა, უნიკალური პრაქტიკული გამოცდილება და თანამედროვე თეორიული ცოდნა, საუკეთესო ლექტორებისა და მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების მქონე მენტორების ნაკრები, განაპირობებს, კურსადამთავრებულებისთვის წარმატებით დასაქმების ფაქტორს.

საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამასთან (BBA) დაკავშირებით ეწვიეთ: www.bog.edu.ge

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად 7.25 პროცენტზე ტოვებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად 7.25 პროცენტზე ტოვებს

13 ივნისი, 2018

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2018 წლის 13 ივნისს  მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ. 2018 წლის დასაწყისში ინფლაციის მაჩვენებელი შემცირდა და, არსებული პროგნოზების...