რომან გოცირიძე: ლარის კურსის გამყარების ორკვირიანი პერიოდიდან დასკვნის გაკეთება რთულია

რომან გოცირიძე: ლარის კურსის გამყარების ორკვირიანი პერიოდიდან დასკვნის გაკეთება რთულია

ბიუჯეტის არადეფიციტური ხარჯვა ლარის სიმყარის ერთ-ერთი მაჩვენებელია, - ამის შესახებ „აიპრესს“ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ განუცხადა.
 
დეპუტატის შეფასებით, ლარის დასტაბილურებას სხვადასხვა ფაქტორების ერთობლიობამ შეუწყო ხელი. შენარჩუნდება თუ არა ეროვნული ვალუტის გამყარების ტენედენცია, ამაზე პასუხი რთულია, ვინაიდან ორკვირიანი მონაკვეთით ანალიზის გაკეთება არასწორი იქნება.
 
„ლარის კურსის გამყარების ტენდენცია რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული. ეს არის პერიოდი, როდესაც ექსპორტი მომატებულია. ეს არ არის 2013, 2014 წლის ან 2015 წელზე უკეთესი მაჩვენებელი, იმ პერიოდს მნიშვნელოვნად ჩამორჩება, მაგრამ წინა წლის ამ პეროდთან შედარებით ექსპორტი აშკარად მომატებულია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ ამ ორი თვის განმავლობაში იმატა პროფიციტებმა, ანუ შემოსავლები აღემატება ხარჯვას. ეს ეხება ბიუჯეტის მაჩვენებელს, რომელმაც ხელი შეუწყო ლარის გამყარებას. ამ მომენტისათის ბიუჯეტის არადეფიციტური ხარჯვა ლარის სიმყარის ერთ-ერთი მაჩვენებელია. იყო პერიოდი, როდესაც 100-150 მილიონით მეტი შემოსავალი იყო, ვიდრე გასავალი, რამაც ლარის გამყარებას შეუწყო ხელი. კარგია ისიც, რომ რეფინასირების სესხები არ მატულობს. არც კლებულობს, მაგრამ მომატებაც არ ხდება. მთლიანობაში ამ ფაქტორების ერთობლიობამ შეუწყო ხელი ლარის კურსის დასტაბილურებას, თუმცა მთლიანობაში რა სახეს მიიღებს, ამაზე საუბარი ძნელია, ამიტომ კონკრეტული პროგნოზის გაკეთება რთულია.
 
რომელიმე ერთ კონკრეტულ ფაქტორზე ეს არ არის დამოკიდებული. ხშირად ახსენებენ ხოლმე ტურისტების თემას ლარის სტაბილურობის კონტექსტში, რაც ცოტა გაზვიადებულია. როგორც აღვნიშნე ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ამ ფაქტორების ერთობლიობაზეა დამოკიდებული ის თუ როგორი იქნება ლარის კურსი. 2 კვირიანი გამყარების ტენდენციიდან გამომდინარე დასკვნის გაკეთება რთულია“, - განუცხადა რომან გოცირიძემ „აიპრესს“.
 
შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში ეროვნული ვალუტის გამყარების ტენდენცია შეინიშნება. ხვალ 1 დოლრი 2.5837 ლარი ეღირება, ხოლო 1 ევროს შეძენა 2.7351 ლარად იქნება შესაძლებელი.
"საქაერონავიგაციამ" თანამედროვე რადიოსალოკაციო სისტემები დაამონტაჟა

"საქაერონავიგაციამ" თანამედროვე რადიოსალოკაციო სისტემები დაამონტაჟა

3 წუთის წინ

თბილისში, გუდაურში, ბაკურიანსა და წნორში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქაეროგენერაციამ" თანამედროვე რადიოსალოკაციო სისტემა ADS-B დაამონტაჟა, რომელიც ჩეხეთის კომპანია "ERA"-სგან შეიძინა. მსგავსი სისტემები 2014-15...