ლევან ხაბეიშვილი: ბუდაპეშტის მერიაში 850 ადამიანი მუშაობს

ლევან ხაბეიშვილი: ბუდაპეშტის მერიაში 850 ადამიანი მუშაობს

"სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ამჯერად ბუდაპეშტის მერიიდან მოსულ მონაცემებს ასაჯაროვებს.
 
"ლონდონის პარალელურად,ჩვენ რამდენიმე ქვეყნის მერიას მივწერეთ. პასუხი მოგვივიდა ბუდაპეშტიდანაც. 
ბუდაპეშტის მერიაში 850 ადამიანი მუშაობს. იმ დროს როდესაც თბილისის მერიაში 5700 ადამიანი, საიდანაც 1300 უშუალოდ მერიის ადმინისტრაციაში და საქალაქო სამსახურებშია დასაქმებული. დასკვნები თავად მოსახლეობამ გამოიტანოს. "-განაცხადა ხაბეიშვილმა
 
შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ, "ახალი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ასევე გამოაქვეყნა ლონდონის მერიიდან მიღებული მონაცემები. წერილში ნათქვამია, რომ ადგილობრივ უწყებაში 835 ადამიანი მუშაობს.
ქობულია: ბლოკჩეინთან დაკავშირებით საქართველო უკვე არის მსოფლიო რუკაზე

ქობულია: ბლოკჩეინთან დაკავშირებით საქართველო უკვე არის მსოფლიო რუკაზე

21 სექტემბერი, 2018

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბლოკჩეინთან დაკავშირებით  საქართველო უკვე არის მსოფლიო რუკაზე. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც საკმაოდ დიდი ინვესტიციები განხორციელდა ციფრული მაინინგის სფეროში, რადგან გვაქვს ძალიან ხელსაყრელი პირობები...