გერმანიამ სახელმწიფო ბიუჯეტის რეკორდულ პროფიციტს მიაღწია

გერმანიამ სახელმწიფო ბიუჯეტის რეკორდულ პროფიციტს მიაღწია

ეკონომიკის სტაბილურმა განვითარებამ გერმანიისთვის, 1990 წლიდან მოყოლებული, როდესაც ქვეყანა გაერთიანდა, 2016 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის ყველაზე მაღალი პროფიციტი უზრუნველყო.

გასავლებზე შემოსავლების სიჭარბემ, მთლიანობაში 23,7 მილიარდი ევრო შეადგინა, რაც მოსალოდნელ მაჩვენებლებსაც კი აჭარბებს. ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 1,9%-ით გაიზარდა.

გერმანიის სახელმწიფო ბიუჯეტის პროფიციტი უკვე მიყოლებით მესამე წელია, რაც ფიქსირდება. 2015 წელს მან 19,4 მილიარდი ევრო შეადგინა. დადებითი მაჩვენებლები ფიქსირდებოდა როგორც ფედერალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე. ექსპერტების პროგნოზის მიხედვით, ევროპის უმსხვილესს ეკონომიკას 2017 წელსაც შეუძლია მიაღწიოს დადებით სალდოს.

პროფიციტი განპირობებულია ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა ქვეყნის ეკონომიკის წარმატებული განვითარება, მოსახლეობის შემოსავლების ზრდა და აგრეთვე უმუშევრობის მაჩვენებლის შემცირება.

ჯეკ მა აშშ-სა და ჩინეთს შორის გრძელვადიანი სავაჭრო ომის დაწყებას აანონსებს

ჯეკ მა აშშ-სა და ჩინეთს შორის გრძელვადიანი სავაჭრო ომის დაწყებას აანონსებს

13 წუთის წინ

Alibaba Group-ის დამაარსებელმა ჯეკ მამამ, კორპორაციის ინვესტორების კონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომი შესაძლოა ორ ათწლეულს გაგრძელდეს. მამ განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბული მდგომარეობა პირველ რიგში...