18 თებერვალს SPACEHALL-ს Maayan Nidam ეწვევა

18 თებერვალს SPACEHALL-ს Maayan Nidam ეწვევა

 

18 თებერვალს SPACEHALL-ს Maayan Nidam  ეწვევა, რომლის სახელი მუდმივ განვითარებასთან, ცვლილებებთან და მრავალფეროვან ვინილ კოლექციასთან ასოცირდება. დიჯეიმ და პროდიუსერმა პირველი ალბომი 2009 წელს გამოუშვა.

გიტარის, დრამის, სინთეზატორის, აკუსტიკური ინსტრუმენტების საუნდის მიქსი მის ნამუშევრებს უნიკალობას სძენს, ასე რომ, Maayan Nidam-ის ამოცნობა სხვა არტისტთა შორის არ გაგიჭირდებათ. მას რამდენიმე მუსიკალური პროექტი აქვს - Miss FitzLaverne Radi , მუსიკას კი ისეთ ლეიბლებზე უშვებს , როგორიცაა:  PerlonCadenza MusicWolf + Lamb და Tрип.

Maayan Nidam-ის უნიკალობის ერთერთი მიზეზი მისი წარმოშობა და სამშობლოში გატარებული 20 წელია. ებრაელი მუსიკოსისათვის ფოლკის სიყვარული გადამწყვეტი აღმოჩნდა, რადგან მის ნამუშევრებზე გავლენას არა მხოლოდ თანამედროვე ტენდენციური ტექნო, არამედ, თუნდაც, ნაციონალური ეთნო მუსიკა ახდენს. ბავშვობა, რომელიც არაბული, ებრაული და აღმოსავლეთ ევროპული გავლენის მქონე საზოგადოებაში გაატარა.

Maayan Nidam-ის გარდა 18 თებერვალს SPACEHALL-ის სტუმრები ელექტრონული სცენის ვეტერანის, გიო შენგელიას მოსმენას შეძლებენ.

მის.: წერეთლის 2, Dinamo Arena-ს ქვეშ.

Maayan Nidam @ SPACEHALL //18 თებერვალი

სემეკი ინოვაციურ პროგრამას წარადგენს

სემეკი ინოვაციურ პროგრამას წარადგენს

10 საათის წინ

19 ივნისს, 11:00 სთ-ზე სასტუმრო "ჰოლიდეი ინის" საკონფერენციო დარბაზში "აჭარა" საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია  (სემეკ) ახალი პროგრამის - "ელექტრონული ჟურნალის" პრეზენტაციას გამართავს. ამის...