ხელშეკრულებითი სასოფლო-სამეურნეო წარმოების თემაზე ევროკავშირის მხარდაჭერით სემინარი გაიმართა

ხელშეკრულებითი სასოფლო-სამეურნეო წარმოების თემაზე ევროკავშირის მხარდაჭერით სემინარი გაიმართა

9-10 იანვარი, თბილისი, საქართველო - ხელშეკრულებით დარეგულირებული სასოფლო-სამეურნეო წარმოება (contract Farming), ანუ ფერმერსა და აგრობიზნესს შორის საქმიანი თანამშრომლობის მეთოდი ორდღიანი სემინარის ძირითად თემას წარმოადგენდა. ღონისძიება გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ იქნა ორგანიზებული, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის ფარგლებში.

სასოფლო-სამეურნეო ხელშეკრულება წარმოადგენს შეთანხმებას, რომელიც ფერმერსა და მისი პროდუქტის ჩამბარებელს (მყიდველს) შორის ურთიერთობის წესებს არეგულირებს. მსგავსი ხელშეკრულების ფარგლებში, ფერმერი ვალდებულებას იღებს კონკრეტული პროდუქტის წარმოებასა და ჩაბარებაზე, ხოლო მყიდველი - პროდუქტის შესყიდვაზე შეთანხმებულ ფასად. ხელშეკრულებითვე რეგულირდება წარმოების ტექნოლოგია, ხარისხი, ჩაბარების ვადები და სხვა პირობები. ხელშეკრულება სარგებლიანი უნდა იყოს როგორც მწარმოებლის, ასევე მყიდველისთვისაც.

საქართველოში ხელშეკრულებით სასოფლო-სამეურნეო წარმოებაზე სემინარი პირველად ჩატარდა. ძირითადმა მომხსენებელმა, ბრაზილიის ვისოზას უნივერსიტეტის პროფესორმა კარლოს და სილვამ ყურადღება ხელშეკრულების საბაზისო ცნებებზე და საერთაშორისო ქეისებზე გაამახვილა

„მსოფლიოში მზარდი ინტერესია სასოფლო-სამეურნეო ხელშეკრულებების მიმართ, რადგან ეს არის აღიარებული მექანიზმი ქვეყნებში სურსათისა და სოფლის მეურნეობის სისტემების გასაუმჯობესებლად“, - განაცხადა პროფესორმა და სილვამ.

პრეზენტაციებს სასოფლო-სამეურნეო კონტრაქტების კონცეფციისა და იურიდიული ასპექტების შესახებ, დამსწრეთა შორის დისკუსიები მოჰყვა. მონაწილეებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროდან, კერძო სექტორიდან, კვლევითი ორგანიზაციებიდან და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებიდან ქართულ რეალობაში მსგავსი ხელშეკრულებების დანერგვაზე იმსჯელეს.

„ჩვენ ვცდილობთ ხელშეკრულებითი სასოფლო-სამეურნეო წარმოების საერთაშორისო გამოცდილება ქართულ საზოგადოებას გავაცნოთ. სწორად დარეგულირებული ურთიერთობა ფერმერსა და მყიდველს შორის, შემოსავალს გაუზრდის ფერმერს და მოგებას მოუტანს პროდუქტის ჩამბარებელსაც“, - განაცხადა FAO-ENPARD-ის პროექტის მენეჯერმა ლაშა დოლიძემ.

FAO-ს პროექტი - სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტექნიკური დახმარება -დაფინანსებულია ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მიერ. პროექტი 2013 წლიდან ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 102 მილიონი ევროა. ENPARD-ის მიზანია საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევა. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ: www.enpard.ge

ბათუმში სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მომსახურების ცენტრი გაიხსნება

ბათუმში სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მომსახურების ცენტრი გაიხსნება

11 საათის წინ

მიმდინარე წლის 17 აგვისტოს, ქალაქ ბათუმში, აჭარის ა/რ მთავრობის მხარდაჭერით, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მომსახურების ცენტრი გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო...